სოციალური მეწარმეობის იდეა თანდათან ძალას იკრებს მსოფლიოში. დიდი ხანი არაა რაც ამ იდეებმა საქართველოშიც შემოაღწია და მეტი განხილვა და მსჯელობა სასარგებლო იქნება. რამოდენიმე მოსაზრება იმ შინაგან და საერთო კონტექსტზე, რაც განაპირობებს სოციალური მეწარმის ჩამოყალიბებასა და წარმატებას. ამ მოსაზრებების ნაწილი პირველად ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ თავისუფალი ბაზრის თბილისის გამოფენას გავუზიარე, რომელიც 9 მაისს გაიმართა თბილისში. … Continue reading სოციალური მეწარმეობა საქართველოში
დემოკრატია
The Good, The Bad and The Ugly
პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly
ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა
ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა
ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები
1. პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის მშვიდობიანი იძულება არა ნაკლებ ეფექტიანი ფორმაა ვიდრე ძალადობა. ძალადობა კვლავ დარჩება პოლიტიკის ინსტრუმენტად მომავალში. ზოგჯერ შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი ცვლილება და საჭირო იქნება ძალის გამოყენება. მაგრამ ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა, განსაკუთრებით საშინაო ამბებში, მსგავს რეაქციას ბადებს და ბრძოლის მეთოდს პოლიტიკის მიზნად აქცევს. მეორეს მხრივ, დაწყებული სერბული „ოტპორიდან,“ ეგვიპტური „კიფაია–თი“ (კმარა) დამთავრებული, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა … Continue reading ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები
გადამწყვეტი არჩევანი
გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს … Continue reading გადამწყვეტი არჩევანი
თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში
Random House, New York. 2004 http://www.timothygartonash.com „თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა … Continue reading თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში
საქართველოს არჩევანი
26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ. ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის … Continue reading საქართველოს არჩევანი
საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები
საქართველოს პოლიტიკური დინამიკა მუდმივად აჩვენებს ერთ ტენდენციას: საქართველოში არ არსებობს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესძლებდნენ მუდმივ, მდგრად ბრძოლას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ეს ორი პრობლემა დიდწილად განაპირობებს პარტიული სისტემისა და საერთო პოლიტიკური კულტურის სისუსტეს საქართველოში.დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის საყოველთაოდ გავრცელებული და მართალი იქნება თუ ვიტყვით, ეფექტური ფორმაა ”სახალხო მოძრაობის” … Continue reading საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები
IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.
სტატიის სათაურში მოტანილი სიტყვები (ქართულად: სამართლიანობა სამეფოთა საფუძველია) ჰაბსბურგთა იმპერიის ყოფილ დედაქალაქში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას - სამეფო სასახლის კარიბჭეზე წერია. როგორც ჩანს, იმპერიასაც სჭირდება სამართალი და სამართლიანობა, რათა შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა, ძლიერება და მოქალაქეთა ლოიალობა. REGNORVM ანუ მეფობა (სახელმწიფოებრიობა) შეუძლებელია სახელმწიფო, იმპერიული თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირების გარეშე. აღნიშნულის ეფექტურობა კი სწორედ მათი სამართლიანი მოქმედებით … Continue reading IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.
On Values and a Moral Choice
Make no mistake about it: politics is a complicated thing to do, but very often it presents us with very few and simple decisions to take. At various times and under various circumstances “right” and “wrong” have presented themselves as obvious moral choices. Such was the case when peoples fought Nazism, when nations overthrew the … Continue reading On Values and a Moral Choice
