ეს კანონი ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის ქვეშ მოქცევისა და მისი სწრაფი განადგურების რეალური და ეფექტური შესაძლებლობაა.
როგორ მყარდება დიქტატურა

ეს კანონი ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის ქვეშ მოქცევისა და მისი სწრაფი განადგურების რეალური და ეფექტური შესაძლებლობაა.
„უხერხულობამდე მარტივად #1“ იხილეთ აქ. რატომ არის რუსეთი ჩვენი მტერი? იმიტომ, რომ რუსეთმა მოგვიკლა ბევრი ადამიანი და ქართველების ეთნიკური ნიშნით განადგურების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. წაგვართვა ჩვენი ქვეყნის ნაწილი, დაანგრია და გაანადგურა ოჯახები; ის სახლები, სადაც ცხოვრობდენ და შრომობდნენ ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და თანამოქალაქეები. მათთვის საქართველო ტერიტორიაა და არა სახელმწიფო. 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით … Continue reading უხერხულობამდე მარტივად #2: რატომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც
პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
ქართველმა პოლიტიკოსებმა ნამდვილი საფრთხეების აღმოფხვრაზე უნდა იფიქრონ და თავი დაანებონ ერთმანეთის განადგურების მცდელობას.
რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი … Continue reading როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)
https://www.youtube.com/watch?v=v4uJpswjC-I ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სასულიერო და საერო ძალაუფლების მქონე პირთა მცირე, მაგრამ მდიდარი და გავლენიანი ჯგუფის მიზანმიმართული მცდელობაა, გააუქმოს დემოკრატია უმრავლესობის სახელით. გასულ კვირაში ჟურნალისტებზე ძალადობა არა ამ ამოცანის დამაგვირგვინებელი, არამედ შუალედური ეტაპი იყო და თუკი შესაძლებლობა ექნებათ, ისინი უარესსაც იზამენ. ეს იმიტომ, რომ მათ, განსაკუთრებით კი ორგანიზატორებს, არ ამოძრავებთ პოზიტიური ამოცანები - მთავარი … Continue reading Cancel Democracy
1. საქართველოში ბევრი 'გადაუწყვეტელი ამომრჩეველია'. შესაძლოა თქვენ ხართ ის, ვისაც არ გყავთ ფავორიტი პარტია და/ან მაჟორიტარობის კანდიდატი და ხართ ასეთი, 'გადაუწყვეტელი ამომრჩეველი'. პარტიების მიმართ არსბული განწყობებისა და წინასაარჩევნო დაძაბულობის გამო, ეს სრულიად გასაგებია. მაგრამ სავარაუდოდ, თქვენ არ გსურთ იყოთ 'გადაუწყვეტელი' ან ნახევრად 'მოქალაქე' - სწორედ არჩევნებში მონაწილეობაა ის მთავარი რამ, რაც უბრალო მოსახლისაგან მოქალაქეს, ხოლო … Continue reading 10 არგუმენტი მათთვის, ვინც არ იცის, წავიდეს თუ არა არჩევნებზე
აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - არ შეასრულოს საგანგებო მდგომარეობის კანონით სავალდებულო პირობები - საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ინტერესებს. იგი გადაიქცა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, ნომერ პირველ სერიოზულ მოწინააღმდეგედ საქართველოში კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის რეალურად არსებობისა. სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო უძლურია, რაიმე ქმედითი მოიმოქმედოს ამის … Continue reading ჩვენი შეთანხმების კრიზისი