ამჟამად ცხარე დისკუსია მიმდინარეობს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საკითხებზე. ორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობ ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში, იქნება ეს ეროვნულ, ადგილობრივ თუ პოლიტიკური პარტიების დონეზე. კვოტებთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალური პოზიცია არ გვაქვს. მე პირადად, მხარს ვუჭერ თანასწორობის კვოტებს პარლამენტში, თვითმმართველობებსა თუ თავად პარტიებში და წინააღმდეგი ვარ იმ კვოტების, რომლებიც აქვთ კაცებს. აი ამის სამი … Continue reading რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი
დემოკრატია
“ისლამური სახელმწიფოს” დემოკრატიის გაკვეთილები
როდესაც ვინმე მორიგი მგზნებარე პატრიოტი მინარეთს ჩამოხსნის ან მუსლიმთა საცხოვრებლის წინ ღორის თავს დაკიდებს, სახელმწიფომ ეფექტურად და ყველასათვის გასაგებად უნდა უპასუხოს. ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რომ არ არსებობს უმრავლესობის უფლება უმცირესობაზე, არამედ არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები, რომელთა გარანტი სახელმწიფოა. ის რომ, მრავალრიცხოვანი უმრავლესობის ნების მიუხედავად, სახელმწიფომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო უმცირესობის ინტერესებიც უნდა დაიცვას, კარგი მმართველობის საფუძველია. … Continue reading “ისლამური სახელმწიფოს” დემოკრატიის გაკვეთილები
რა შეუძლია პუტინს?
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნება, რომელიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მართალია, საქართველო უკრაინის მსგავსად არაა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობები, რომლთა გამოყენებაც შეიძლება იმ იმედით, რომ საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირებაზე. აი რამოდენიმე რამ რაც შესაძლებელია: 1. რუსეთის პატრიარქი საქართველოში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ … Continue reading რა შეუძლია პუტინს?
„იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“
„ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ.“ ნელსონ მანდელას ახალგაზრდობა სავსე იყო ბრაზითა და აგრესიით, რაც შავკანიანთა უუფლებობის განცდისა და თეთრკანიანთა მიერ შექმნილი უსამართლო რეჟიმის შედეგი იყო. 44 წლის იყო, როდესაც ციხეში "ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ" ნელსონ მანდელაგამოამწყვდიეს, იქიდან კი 71 წლის გამოვიდა. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც უკვე შეეძლო ანგარიშების გასწორება, მოახერხა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა … Continue reading „იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“
ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი
29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს. … Continue reading ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი
ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”
მცირე წინათქმა ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე. მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური - ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. … Continue reading ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”
საქართველო 2025 – Birth of the Cool
1957 წელს მაილს დევისმა საშიში ნაბიჯი გადადგა. რადგანაც ვერ შეეწყო ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის - ჯაზის ამ ორი დიდი მესაყვირის აგრესიულ მუსიკას, ცალკე გავიდა და ჩაწერა სრულიად ახალი და თავხედური ალბომი - Birth of the Cool. ეს ალბომი ქულ ჯაზის საფუძველი და ჯაზის ახალი ენა გახდა. გასულ კვირას, NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამით დაფინანსებული დემოკრატიის … Continue reading საქართველო 2025 – Birth of the Cool
“კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის
საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციურ, დემოკრატიულ გარემოში და ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევა გახდება - თუკი მას სწორად შევაფასებთ და გამოვიყენებთ. ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული კოალიცია პოლიტიკური შურისძიებას თავიდანვე უარყოფს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პრეზიდენტი მზად აღმოჩნდნენ ოპოზიციაში სამუშაოდ, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტრადიციულად, არჩევნებში დამარცხება ყოველთვის ბევრ … Continue reading “კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის
Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society
It is important to fully gauge the extent of US-Georgia relationship in order to put the recent meeting of the two presidents in its proper light. The US support to Georgia has been the most comprehensive: ranging from humanitarian assistance in the early years of Georgia’s independence, leading up to the structural reforms in governance … Continue reading Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society
The Good, The Bad and The Ugly
პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly
