თავისუფლება ყუმბარაზე მქუხარეა

წინა ცხოვრებაში უსაფრთხოების თემებზე ლექციებს ვკითხულობდი და ამიტომაც ჩემი პროფესიული ბიბლიოთეკის ორი მოზრდილი თარო ტერორიზმსა და კონტრ-ტერორიზმზე წიგნებს ეთმობა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ვიფიქრე ანალიტიკური ბლოგი დამეწერა იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანთა რადიკალიზაცია და საიდან იღებს სათავეს ასეთი ექსტრემისტული იდეოლოგია. ან თუნდაც იმ საერთაშორისო გარემოზე, რომელშიც ეს ორგანიზაციები შეიქმნა და გაძლიერდა. ვიჯექი კომპიუტერთან და ვფიქრობდი, ღირდა … Continue reading თავისუფლება ყუმბარაზე მქუხარეა

როგორ დავიცვათ პოლიტიკური ცენტრი

თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.

კარგი წიგნების შთაბეჭდილებები

ბევრი წიგნია ისეთი, რომელიც მინდა ვთარგმნო ქართულად, ძალიან დიდი ტირაჟით დავბეჭდო და უფასოდ დავარიგო. ჯონ ბრუკსის „ბიზნესის თავგადასავლები: უოლ სტრიტის სამყაროს 12 კლასიკური ისტორია“ ერთ-ერთი ასეთი წიგნია. წიგნში 12 ცნობილი (ჩემთვის ზოგიერთი საერთოდაც ახალი) ბიზნეს ისტორიაა მოთხრობილი. ჯონ ბრუკსი ამ ისტორიების თანამედროვეა და თანაც, გამომდინარე იქიდან, რომ The New Yorker-ის ვეტერანი ბიზნეს ავტორია, ხელი მიუწვდება ამ … Continue reading კარგი წიგნების შთაბეჭდილებები

პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის. დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის … Continue reading პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?

9 მაისს გორში ბევრი წითელი დროშა ფრიალებდა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს ეს მოხუცი, წარმავალი თაობის მცირე ნაწილის უწყინარი მსვლელობა იყო. გორის გამოსვლა რომ მხოლოდ მოხუცი ომის ვეტერნების მობილიზებული არ იყო, მისი ორგანიზების ხარისხითაც ჩანდა. ვინც ამაში არ მეთანხმებით, მაჩვენეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც იცის რას ნიშნავს „Yankee.“ ეს წითელი მსვლელობა და ბოლო დროს … Continue reading ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?

რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

ამჟამად ცხარე დისკუსია მიმდინარეობს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საკითხებზე. ორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობ ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში, იქნება ეს ეროვნულ, ადგილობრივ თუ პოლიტიკური პარტიების დონეზე. კვოტებთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალური პოზიცია არ გვაქვს. მე პირადად, მხარს ვუჭერ თანასწორობის კვოტებს პარლამენტში, თვითმმართველობებსა თუ თავად პარტიებში და წინააღმდეგი ვარ იმ კვოტების, რომლებიც აქვთ კაცებს. აი ამის სამი … Continue reading რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

როგორ გადავარჩინოთ ლარი (და დემოკრატია)

მე ვიცი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც შეაჩერებს ლარის დაცემას და მოგვცემს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას - ეს სიტყვა არის ამბიცია. ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ვფიქრობთ: ის, რომ საქართველოს არ აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა და რომ გლობალიზაცია დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ისევე როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაშიც მოქმედებს შემდეგი პრინციპი: „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს." მაგალითისთვის: … Continue reading როგორ გადავარჩინოთ ლარი (და დემოკრატია)

„ლი ქუან იუ: დიდოსტატის მოსაზრებები ჩინეთზე, ამერიკასა და მსოფლიოზე“

მიყვარს წიგნების მონიშვნა, გახაზვა, გაფერადება და მოკლედ ათასნაირი ჩანიშვნები, განსაკუთრებით, როდესაც პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ ელექტრონულ საკითხავებში. ამ კრებულის (Lee Kuan Yew: The Grand Master's Insights on China, the United States, and the World. Belfer Center Studies in International Security. Kindle Edition; The MIT Press (February 1, 2013) კითხვა კი დავიწყე მცირე მონაკვეთების მონიშვნით, მაგრამ სწრაფადვე … Continue reading „ლი ქუან იუ: დიდოსტატის მოსაზრებები ჩინეთზე, ამერიკასა და მსოფლიოზე“

პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება. ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა … Continue reading პუტინიზმი საქართველოში

უილიამ ფოლკნერის სიტყვა ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღებისას

დღევანდელმა ახალგაზრდა მწერალმა კაცმა თუ ქალმა დაივიწყა ადამიანის გულის სათქმელი, გულისა, რომელიც მუდმივ წინააღმდეგობაშია და ერთადერთია რის შესახებაც ღირს წერა, რის გამოც ღირს აგონიაცა და ოფლიც, რადგანაც მხოლოდ მასზე გადის კარგი ნაწარმოების შექმნის რთული გზა.