8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.
Author: Levan Tsutskiridze ლევან ცუცქირიძე
გაიღე გული თბილისისათვის! #დღემანქანისგარეშე #22სექტემბერი
ცვლილებები, რაც თბილისს სჭირდება, სამი საწყისიდან აიღებს სათავეს: ესენია პოლიტიკური გამბედაობა, ქალაქის მომავლის ხედვა და სიყვარული.
ვინ ატირებს ბავშვებს?
დღეს, 17 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში პოლიციელმა დაკავებული LGBT აქტივისტი ანთებული სანთლებისა და ხატების ფონზე დაკითხა. „ოჯახური სიწმინდის“ დასაცავად გამართულ კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიბერალური ფასეულობების დემონიზაცია იყო, ასეთი რამ თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ქართველმა ლიდერმა: „არ მოსულა ქვეყანაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი.“ არ გამკვირვებია … Continue reading ვინ ატირებს ბავშვებს?
რატომ დავრბივარ
დღემდე მახსოვს ბავშობის ერთი დილა, როდესაც უთენია, თბილ საბანში გახვეულს სახეზე ცივმა წყალმა გადამიარა. მამაჩემის რჩევით და შეგონებით, სკოლაში შესვლისთანავე დავკავდი სპორტით და შიგადაშიგ მისგან ცივი წყლის გადასხმაც არ მცდებოდა, რადგან ხანდახან სიზარმაცზე მძლევდა და რბილ ბალიშს შევაფარებდი ხოლმე თავს. ის დილა და ცივი შხაპი ჩემთვის ერთგვარი სტარტის სიმბოლოა.
სექსი, პოლიტიკა და ვიდეო
დღეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს ავრცელებენ; „ოდეერები“ საჯარო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ქალაქის ცენტრში ესვრიან; დაწყებითი კლასების პედაგოგთა უმრავლესობა მინიმალური კომპეტენციების ზღვარს ვერ ლახავს და რა გასაკვირია, რომ ბევრს მართლაც სჯერა - ფაშიზმი, კომუნიზმი და ლიბერალიზმი ერთი და იგივე ბოროტებაა. ამავე დროს გლობალიზაციამ ახალი შესაძლებლობები მისცა ჭკვიან და … Continue reading სექსი, პოლიტიკა და ვიდეო
აბიტურიენტის საკითხავი #2
გამარჯობა! ამ ბლოგს, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით კითხულობ. თუ იცი როდის და რატომ შეიქმნა ინტერნეტი? მას შემდეგ, რაც ცივი ომი (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩაღებული მეტოქეობა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ სამყაროს/NATO-ს შორის) „ცხელ ფაზაში“ შევიდა, ამერიკელები დაფიქრდნენ იმაზე, რომ ბირთვული (ატომური) ომის დაწყების შემთხვევაში უწყვეტი კომუნიკაციების შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. შესაბამისად, გამოიკვეთა დეცენტრალიზებული და ავტონომიური … Continue reading აბიტურიენტის საკითხავი #2
აბიტურიენტის საკითხავი
სირიაში „დასავლეთი“ და მათი არაბი მოკავშირეები ეხმარებიან ასადის ოპოზიციას. ეს ოპოზიცია დიდ წილად გაუგებარი რამეა (სირიის მთავრობა კი დიდი ალბათობით დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე) და შედარებით ზომიერ და ძალიან რადიკალურ ჯგუფებს შორისაა მოქცეული. დასავლეთი ოპოზიციას ეხმარება, მაგრამ ხშირად მისდა უნებლიედ (და სირიის ქაოსიდან გამომდინარე) იმ რადიკალებსაც, ევროპული ქვეყნები მტრად რომ მიაჩნიათ. მეორეს მხრივ, რუსები ეხმარებიან სირიის მთავრობას. რეალურად, … Continue reading აბიტურიენტის საკითხავი
მოსკოვშია მათი ადგილი
რომ ვისმენ, რომ ჭინკები შემოესიენ საქართველოს, რომ არასამთავრობოები უნდა გავაკონტროლოთ, რომ არასრულწოვნების გათხოვება OK არის, რომ ახალგაზრდები ევროპაში გაიქცევიან და ქვეყანა დაიცლება, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რომ დასავლური განათლება ცუდია, რომ ლიბერალურ ღირებულებებს თუ გავიზიარებთ ლამის დედ-მამის სახელი დაგვავიწყდება და მსგავს სისულელეებს, მგონია რომ ამ ხალხს ავიწყდება რომ თბილისში, საქართველოში ცხოვრობს. ეს ქვეყანა კი მიუხედავად ყველა … Continue reading მოსკოვშია მათი ადგილი
რეისიდან რეისამდე
ხანდახან ასეთ სურათებსაც ნახავ ადამიანი, რომელიღაც ახლო თუ შორეულ ქვეყნებში გამგზავრებული. ესენი გაძლევენ ერთგვარ შვებას და სუნთქვის საშუალებას თვითმფრინავის ეკონომ-კლასიდან ეკონომ-კლასამდე გადაჯდომებს შორის.
„ენჯეოშნიკები“
პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.
