რატომ დავრბივარ

დღემდე მახსოვს ბავშვობის ერთი დილა, როდესაც უთენია, თბილ საბანში გახვეულს სახეზე ცივმა წყალმა გადამიარა. მამაჩემის რჩევით და შეგონებით, სკოლაში შესვლისთანავე დავკავდი სპორტით  და შიგადაშიგ მისგან ცივი წყლის გადასხმაც არ მცდებოდა, რადგან ხანდახან სიზარმაცზე მძლევდა და რბილ ბალიშს შევაფარებდი ხოლმე თავს. ის დილა და ცივი შხაპი999853_10201556465771660_649624710_n ჩემთვის ერთგვარი სტარტის სიმბოლოა.

დღემდე, დილით ადრე, როდესაც სარბენად გავდივარ ხოლმე, ხშირად მიძებნია სახლში დარჩენის მიზეზი, განსაკუთრებით ზამთარში, როცა დილით ჯერ კიდევ ბნელა და ძალიან ცივა. მაგრამ წინა დღის დაღლილობის თუ ცუდი ამინდის მიუხედავად, არასოდეს მინანია ჩამეცვა სარბენი ფორმა და გარეთ გავსულიყავი. 7 მიზეზს გეტყვით, თუ რატომ ვაკეთებ ამას. ვინ იცის, იქნებ თქვენც მოგინდეთ და სცადოთ.

  1. შინაგანი ემიგრაცია: ყველას გვჭირდება საკუთარ თავთან და სხეულთან მარტო დარჩენა. სირბილი ჩემთვის შინაგანი ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
  2. რა შემიძლია? რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნახევარმარათონის (21 კილომეტრი და 0975 მეტრი) სირბილი შემეძლო. სულ რამდენიმე თვის წინ კი იმას ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ტემპებით თუ შევძლებდი სირბილს. იმის მიღწევა, რაც ადრე დაუძლეველი მეგონა, დიდი სტიმულია.
  3. საქმის კარგად კეთება: დღე, როდესაც ადრე დილით მოკლე გარბენას მაინც ვასწრებ, უკეთესია, ვიდრე დღე, როდესაც გამოძინებული მივდივარ სამსახურში. სამუშაო კვირა, რომელსაც სირბილით ვიწყებ, უფრო ნაყოფიერია, ვიდრე კვირა ამის გარეშე. ბევრად შემოქმედებითი, მობილიზებული და კონცენტირებული სწორედ იმ დღეებში ვარ, როდესაც  დილით ადრე გარეთ გასვლას და ცოტა გარბენას მაინც ვახერხებ.
  4. მეტი საქმის კეთება: სირბილი ძლიერი სტიმულია მეტი და უკეთესი მუშობისთვის. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ დილით სირბილის მერე დაღლილობა მუშაობაში ხელს გიშლის. სინამდვილეში პირიქით არის. რაც მეტად დაღლილი ვარ საქმისგან, მით უფრო მჭირდება სირბილი. რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, უკეთ ვახერხებ ხანგრძლივი სამუშაო დღეების და ბევრი მოგზაურობის გაძლებას.
  5. კავშირები: სირბილი იმდენად უნივერსალური სპორტია, რომ ნებისმიერ ქვეყანასა და ინდუსტრიაში იპოვი ადამიანებს, რომლებიც შენსავით ვარჯიშობენ. სირბილი მჭიდრო საქმიანი კავშირების დამყარების და უცხო გარემოში სოციალიზაციის კარგი საშუალებაა.
  6. დრო და ადაპტაცია: სპორტის სახეობათა უმეტესობას მეტი რესურსი სჭირდება – დრო, აღჭურვილობა, მოედანი, რაც ყოველთვის და ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. სირბილი კი ბევრს არაფერს მოითხოვს, ის ყველგან და ნებისმიერ ამინდში შეიძლება. თანაც მოგზაურობისას დაღლილობის, “ჯეთლეგის” აცილების თუ დროის ახალ სარტყელთან სწრაფი ადაპტაციის საუკეთესო შესაძლებლობაა.
  7. სამყაროსთან კავშირი: სირბილი დილით ადრე მიყვარს, სხვა დრო თითქმის არც მაქვს. როდესაც სარბენად გავდივარ, ჯერ კიდევ ბნელა. დისტანციის რომელიღაც კილომეტრზე, ერთ დიდებულ წამს ახალი დღის დაბადების თვითმხილველი ხდები.  ამ დროს ბუნების რიტმის, სამყაროს ჯადოსნური ტრანსფორმაციის, რაღაცის დასრულების და ახლის დაწყების მონაწილე მგონია თავი. ეს მართლაც შეუდარებელი გრძნობაა.

და ბოლოს, ვიცი ჩემი მეგობრებიდან ბევრი დარბის და სირბილისას მუსიკასაც უსმენს. ჩემსავით. მეც და ბევრი თქვენგანიც 8 მაისის გარბენისთვის ემზადება. ჰოდა, ვიფიქრე დროში გამოცდილი, ცოტა ძველმოდური power ათეული გამეზიარებინა. ვინ დათვლის, ამ სიმღერებს რამდენი კილომეტრის მუხტი მოუციათ. ტექსტებზე მაინცდამაინც ნუ მომედავებით:)

მაშ, ასე (by order of escalation):

#10 Massive Attack: “Angel”

#9 Conjure One feat. Sinead O’Connor: “Tears from the Moon”

#8: 33a: “L’Aigle”

#7: Alabama 3 “Woke up this Morning”

#6: Michael Jackson: “Beat it”

#5: CCR/John Fogerty: “Run through the Jungle”

#4: Pink Floyd: “Run Like Hell”

#3: Linkin Park: “Points of Authority”

#2: Eminem: Lose yourself

#1: Linkin Park: Wretches and Kings

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s