რატომ დავრბივარ

დღემდე მახსოვს ბავშობის ერთი დილა, როდესაც უთენია, თბილ საბანში გახვეულს სახეზე ცივმა წყალმა გადამიარა. მამაჩემის რჩევით და შეგონებით, სკოლაში შესვლისთანავე დავკავდი სპორტით და შიგადაშიგ მისგან ცივი წყლის გადასხმაც არ მცდებოდა, რადგან ხანდახან სიზარმაცზე მძლევდა და რბილ ბალიშს შევაფარებდი ხოლმე თავს. ის დილა და ცივი შხაპი ჩემთვის ერთგვარი სტარტის სიმბოლოა.