მოსკოვშია მათი ადგილი

რომ ვისმენ, რომ ჭინკები შემოესიენ საქართველოს, რომ არასამთავრობოები უნდა გავაკონტროლოთ, რომ არასრულწოვნების გათხოვება OK არის, რომ ახალგაზრდები ევროპაში გაიქცევიან და ქვეყანა დაიცლება, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რომ დასავლური განათლება ცუდია, რომ ლიბერალურ ღირებულებებს თუ გავიზიარებთ ლამის დედ-მამის სახელი დაგვავიწყდება და მსგავს სისულელეებს, მგონია რომ ამ ხალხს ავიწყდება რომ თბილისში, საქართველოში ცხოვრობს. ეს ქვეყანა კი მიუხედავად ყველა დიდი პრობლემისა, მაინც ილია ჭავჭავაძის, ბარბარე ჯორჯაძის, იაკობ გოგებაშვილის,  ვაჟა-ფშაველას, კატო მიქელაძის, ნიკო ნიკოლაძის, მიხეილ ჯავახიშვილის და კიდევ ბევრი სხვა დემოკრატის ქვეყანაა, რომელსაც ჯერ კიდევ სადღაც მეხსიერების ირაციონალურ ნაწილში აქვს მათი ეს ღირებულებები შენახული, მაგრამ ეს იდეები ნელ-ნელა აუცილებლად იმძლავრებს და ბოლოს, ძალიან მალე, მაინც გაიხარებს.

ამ ხალხს რომ ვუსმენ კი ეს წარწერა მახსენდება ხოლმე, რომელიც პრაღის გაზაფხულის ჩახშობის მერე გაჩნდა ქალაქში და დღემდე, დღემდე არის იქ სადაც უნდა იყოს: ქალაქის ცენტრში. ზუსტად, მოსკოვშია მათი ადგილი!

წარწერები პრაღაში საბჭოთა კავშირის მიერ პრაღის გაზაფხულის ჩახშობის შემდეგ – 1968 წელს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s