საქართველოს მთავრობას

ბატონებო, 18 მარტს, მსოფლიომ ტელევიზორში უყურა როგორ წაართვა რუსეთმა ყირიმი უკრაინას და საკუთარ ფედერაციაში გააერთიანა. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაში ახალი არაფერი იყო: პოლიტიკის მთავარი ღერძი ამ თქვენს თანამედროვე, პოსტ-მოდერნულ მსოფლიოში ისევ სამხედრო ძლიერება და მისი პოლიტიკურად მოსახერხებელ დროს მარჯვედ გამოყენებაა. იყო დრო, ბევრი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი აზრები დრომოჭმული და რეაქციული იყო … Continue reading საქართველოს მთავრობას

რა შეუძლია პუტინს?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნება, რომელიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მართალია, საქართველო უკრაინის მსგავსად არაა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობები, რომლთა გამოყენებაც შეიძლება იმ იმედით, რომ საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირებაზე. აი რამოდენიმე რამ რაც შესაძლებელია: 1. რუსეთის პატრიარქი საქართველოში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ … Continue reading რა შეუძლია პუტინს?

სიზმრები არაფერს გვავალდებულებს

საქართველოში რეგულარულად, სისტემატურად კლავენ ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებს - რეგულარულად. ცოლებს, დედებს, შვილებს - ჩემი დაკვირვებით, ძირითადად კაცები ქალებს. ეს ის ტრაგიკული პრობლემაა, რისი გააზრება არც კი დაგვიწყია, თავი რომ დავანებოთ იმაზე მსჯელობას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ საკითხს. ყველა ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანთა სოციალური ყოფის მოსაწესრიგებლად და გასაუმჯობესებლად არსებობს, სულ სხვა რამეებითაა გართული … Continue reading სიზმრები არაფერს გვავალდებულებს

უკრაინის ამბებზე

უკრაინაში ორი პრინციპული სამომავლო არჩევანი ეჯახება ერთმანეთს: ერთი არჩევანია ევროპული დემოკრატია და პროგრესი, უკრაინელი ხალხის კეთილდღეობა, უკრაინული ტრადიციებისა და კულტურის განვითარება საერთო ევროპულ ცივილიზაციაში. მეორე კორუმპირებული რუსული ავტოკრატიაა, რომელიც კორუფციით და ძალადობით საზრდოობს და რომელმაც გარე სამყაროს აგერ უკვე საუკუნეებია ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური იდეა და საზოგადოების გავითარების ეფექტური და ღირსეული მოდელი ვერ შესთავაზა. ევრაზიული კავშირი … Continue reading უკრაინის ამბებზე

„იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“

 „ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ.“   ნელსონ მანდელას ახალგაზრდობა სავსე იყო ბრაზითა და აგრესიით, რაც შავკანიანთა უუფლებობის განცდისა და თეთრკანიანთა მიერ შექმნილი უსამართლო რეჟიმის შედეგი იყო. 44 წლის იყო, როდესაც ციხეში "ლიდერებს არ აქვთ უფლება სძულდეთ" ნელსონ მანდელაგამოამწყვდიეს, იქიდან კი 71 წლის გამოვიდა. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც უკვე შეეძლო ანგარიშების გასწორება, მოახერხა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა … Continue reading „იდეალი, რისთვისაც მზად ვარ მოვკვდე“

ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს. … Continue reading ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

მცირე წინათქმა ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე.  მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური - ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. … Continue reading ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

საქართველო 2025 – Birth of the Cool

1957 წელს მაილს დევისმა საშიში ნაბიჯი გადადგა. რადგანაც ვერ შეეწყო ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის - ჯაზის ამ ორი დიდი მესაყვირის აგრესიულ მუსიკას, ცალკე გავიდა და ჩაწერა სრულიად ახალი და თავხედური ალბომი - Birth of the Cool. ეს ალბომი ქულ ჯაზის საფუძველი და ჯაზის ახალი ენა გახდა. გასულ კვირას, NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამით დაფინანსებული დემოკრატიის … Continue reading საქართველო 2025 – Birth of the Cool

„ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“

პოლიტიკა რაციონალური არჩევანების, ხშირად არც თუ ისე კარგ არჩევანებს შორის მიღებული გადაწყვეტილებების საქმეა. პოლიტიკის ამბების ანალიზი უფრო ძნელია, ვიდრე ძალაუფლებაზე კამათი. პოლიტიკურ მსჯელობას გადამოწმება, მაგალითები, სტატისტიკა და შედარებები სჭირდება. ამის გაკეთება კი მაშინაა შესაძლებელი, უფრო სწორად საჭირო, თუკი იცი რა გინდა გააკეთო. რაციონალურ პოლიტიკას ჩვენში ფეხმოკიდებული წინააღმდეგობრივი აზროვნება და ირაციონალობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბატონობა ხშირად უშლის … Continue reading „ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“

ხალხის წინააღმდეგ

პოლიტიკის შესახებ საუბრებში ხშირად გაიგებთ, რომ პოლიტიკოსებმა ხალხის მოთხოვნებსა და სურვილებს უნდა უპასუხონ. ესაა დღევანდელობის მოწოდება, რასაც პოლიტიკის ექსპერტები, სხვადასხვა კომენტატორები და მედიაც  მუდმივად შეახსენებენ პოლიტიკოსებს. ეს მოსაზრება აქსიომად მიიჩნევა, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება. მართლაც, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს საზოგადოების, რათა მათი პრობლემები გადაჭრას. მაგრამ გადაჭარბებული დამოკიდებულება „ხალხის მოთხოვნებსა“ ან “უმრავლესობის ნებაზე“  პოლიტიკას რეიტინგებისა … Continue reading ხალხის წინააღმდეგ