ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

“უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე

ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში ის ტრადიციები და გარემოა, სადაც ის ხალხი უნდა გაიზარდოს და აღიზარდოს, ვინც ეს უსაფრთხოება უნდა შექმნას. სამხედრო ტრადიცია და სამხედრო კულტურა ჩვენი დიდი პრობლემაა. ვუყურებდი ტრადიციული არისტოკრატიის წარმომადგენელს პრინც უილიამს (რომელიც ლამის ძალით ჩამოიყვანეს ომიდან); შეერთებულ შტატებში არისტოკრატია ტრადიციული გაგებით არ არსებობს, მაგრამ არსებობს დიდი სამხედრო ტრადიციები და ტრადიციულად … Continue reading “უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე

„სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

სტივენ ლანდსბურგი Free Press (1995) - Paperback - 241 pages - ISBN 0029177766 ეკონომიკა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც ადვილია მოსაწყენად ასწავლო და ბევრ მასწავლებელს ეს ძალიან კარგად გამოსდის. აი სტივენ ლანდსბურგს კი შეუძლია ამ მშრალი გრაფიკებით სავსე მეცნიერებაში სწრაფად და პირდაპირ თავით ჩააყუდოს მსმენელი. მისი წიგნი: „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება“ პირველივე გვერდებიდანვე ახდენს … Continue reading „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები

1. პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის მშვიდობიანი იძულება არა ნაკლებ ეფექტიანი ფორმაა ვიდრე ძალადობა. ძალადობა კვლავ დარჩება პოლიტიკის ინსტრუმენტად მომავალში. ზოგჯერ შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი ცვლილება და საჭირო იქნება ძალის გამოყენება. მაგრამ ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა, განსაკუთრებით საშინაო ამბებში, მსგავს რეაქციას ბადებს და ბრძოლის მეთოდს პოლიტიკის მიზნად აქცევს. მეორეს მხრივ, დაწყებული სერბული „ოტპორიდან,“ ეგვიპტური „კიფაია–თი“ (კმარა) დამთავრებული, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა … Continue reading ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები

“ომის წიგნი – ომის ლიტერატურის 25 საუკუნე“

ჯონ კიგენიPenguin Booksგაინტერესებთ როგორ წერილს მიწერდა ოჯახს ჭურვის 227 ნამსხვრევს გადარჩენილი ჰემინგუეი ? ან რას წერდა ნაპოლეონზე ვიქტორ ჰიუგო? ალბათ არც ის იქნება უინტერესო თუ რას ფიქრობდა რედიარდ კიპლინგი ომზე და როგორ აღწერა საკუთარი მდგომარეობა ფრონტზე ჯორჯ ორუელმა. თუ ასეა, მაშინ ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებთ.ჯონ კიგანმა, რომელიც მრავალი წიგნის ავტორია ომისა და სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე … Continue reading “ომის წიგნი – ომის ლიტერატურის 25 საუკუნე“

გადამწყვეტი არჩევანი

გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს … Continue reading გადამწყვეტი არჩევანი

თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში

Random House, New York. 2004 http://www.timothygartonash.com „თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა … Continue reading თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში

ჩანაწერები ვარშავიდან

ორჯერ მომიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვყოფილიყავი სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების ცხოვრებაში, რომლებიც მათ მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს და ისტორიაშიც სამუდამოდ რჩება. პირველად 2001 წლის 11 სექტემბერს, პენტაგონთან მდებარე ჩემი სახლი აღმოვაჩინე კვამლში გახვეული. ახლა კი ზუსტად იმ დღეს ჩავფრინდი ვარშავაში, როდესაც პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედარი ჩამოასვენეს.ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ … Continue reading ჩანაწერები ვარშავიდან

კარლ ფონ კლაუსევიცის “ომის შესახებ.”

”ომის შესახებ” ისეთი წიგნია, რომელზეც ბევრს საუბრობენ და იშვიათად კითხულობენ.

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ … Continue reading ახალი სტრატეგიის გასაღები