“უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე

ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში ის ტრადიციები და გარემოა, სადაც ის ხალხი უნდა გაიზარდოს და აღიზარდოს, ვინც ეს უსაფრთხოება უნდა შექმნას. სამხედრო ტრადიცია და სამხედრო კულტურა ჩვენი დიდი პრობლემაა. ვუყურებდი ტრადიციული არისტოკრატიის წარმომადგენელს პრინც უილიამს (რომელიც ლამის ძალით ჩამოიყვანეს ომიდან); შეერთებულ შტატებში არისტოკრატია ტრადიციული გაგებით არ არსებობს, მაგრამ არსებობს დიდი სამხედრო ტრადიციები და ტრადიციულად სამხედრო საქმის ოჯახებიც. მეტიც, სამხედრო სამსახური იმ ხალხის საქმეა, რომელსაც ბევრი რამ უნდა საჯარო და საზოგადო ცხოვრებაში, მოკლედ – top flyer-ია.  თავადაც ვყოფილვარ საზღვაო ქვეითებთან კვანტიკოში; ამ ბოლო დღეებში ვფიქრობდი იმ ხალხზე, ვინც რამოდენიმე წელი დიდი მოთმინებით მუშაობდა OBL-ის საპოვნელად; მათზეც ვინც: 40 წუთში ჩაფრინდა, მოკლა ბინ–ლადენი, აკრიფა საჭირო მასალები სახლიდან, გადარჩენილების უსაფრთხოებაზე იზრუნა და დაბრუნდა ბაზაზე…  არ მავიწყდება რამოდენიმე წლის წინანდელი კადრი ატლანტაში, როდესაც ერთ–ერთ მაღაზიაში ჩემს მეგობარ ქართველ ემიგრანტთან, რომელიც ამერიკის გვარდიაში მსახურობს და მისი ფორმა ეცვა მივიდა სულ პატარა ამერიკელი გოგონა და მადლობა უთხრა – მისი სამსახურისთვის.

ვინ არიან, საიდან მოდიან ძლიერი სახელმწიფოების სამხედროები? მაგალითისთვის Team 6. რა კულტურა და ტრადიციები ასაზრდოებს წარმატებულ სამხედრო სისტემებს?აი მაგალითად: მაიკლ ვიკერსი იყო მწვანე ბერეტი, წლის სპეცსამსახურის მებრძოლი; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავღანეთის ომში წითლების წინააღმდეგ. ასევე: მიიღო MBA Wharton-ში და სადოქტორო JHU-SAIS-ში. ახლა ისევ დაბრუნდაპენტაგონში. ბევრი გეგულებათ ჩვენთან ისეთ ხალხი, რომელსაც ექნება ასეთი შესაძლებლობები და სამხედრო სამსახურში წავა? ან ისეთი, ვინც სამხედრო სამსახურში წავა და ასევე, ხარისხებს დაიცავს ტოპ უნივერსიტეტებში? ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით არ არსებობს  თანამედროვედ გააზრებული სამხედრო ტრადიცია და სამხედრო კულტურა. ამ მხრივ ძალიან ბევრი და ძნელი საქმეებია გასაკეთებელი.  არც სამხედრო არისტოკრატია შემორჩა თანამედროვეობას, არც ოჯახური ტრადიციები და არც ამით სიამაყე (გახსოვთ, იცნობთ რომელიმე სამეფო გვარის კაცს სამხედრო საქმეში?).

სამხედრო სამსახურში მიდიან ნაკლებად შეძლებული ოჯახის შვილები, რომელთა უმრავლესობასაც შედარებით დაბალი განათლების ცენზი აქვს.  ეს პრობლემა ბევრგან არის, არა მარტო ჩვენთან, მაგრამ აქ, ამ პირობებში და ამ ვითარებაში ეს ძალიან მწვავედ ჩანს და ეტყობა ქვეყანას. საქართველოში შეძლებული, მდიდარი და მაღალი განათლების ადამიანები (და ოჯახები) არ მონაწილეობენ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების შექმნასა და ქვეყნის თავდაცვაში. საშუალო და “მაღალი საშუალო” (upper middle class) ფენა დიდწილად ეროვნული უსაფრთხოების “უფასო მგზავრია.”

One thought on ““უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე

  1. ქვეყნისთვის, რომელიც უსაფრთხოების ისეთი გამოწვევების წინაშე დგეს როგორც საქართველო, მსგავსი ვითარება თვითდამარცხების გზას ნიშნავს. ჩვენ შეიძლება ვდაობდეთ ეკონომიკის რომელი დარგის წინ წამოწევა არის უფრო მიზანშეწონილი, მაგრამ ღრმა კონსენსუსის საგანი უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების ისეთი ძირეული პრინციპები და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ერის წამყვანი ინტელექტუალური, მატერიალური და მორალური რესურსის თავმოყრას თავდაცვისუნარიანობის გამყარების სამსახურში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s