ვინ ზის უცნობის მატარებელში?

„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება.

სექსი, პოლიტიკა და ვიდეო

დღეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს ავრცელებენ; „ოდეერები“ საჯარო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ქალაქის ცენტრში ესვრიან; დაწყებითი კლასების პედაგოგთა უმრავლესობა მინიმალური კომპეტენციების ზღვარს ვერ ლახავს და რა გასაკვირია, რომ ბევრს მართლაც სჯერა - ფაშიზმი, კომუნიზმი და ლიბერალიზმი ერთი და იგივე ბოროტებაა. ამავე დროს გლობალიზაციამ ახალი შესაძლებლობები მისცა ჭკვიან და … Continue reading სექსი, პოლიტიკა და ვიდეო

ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს. … Continue reading ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society

It is important to fully gauge the extent of US-Georgia relationship in order to put the recent meeting of the two presidents in its proper light. The US support to Georgia has been the most comprehensive: ranging from humanitarian assistance in the early years of Georgia’s independence, leading up to the structural reforms in governance … Continue reading Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society

The Good, The Bad and The Ugly

პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly

ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები

1. პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის მშვიდობიანი იძულება არა ნაკლებ ეფექტიანი ფორმაა ვიდრე ძალადობა. ძალადობა კვლავ დარჩება პოლიტიკის ინსტრუმენტად მომავალში. ზოგჯერ შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი ცვლილება და საჭირო იქნება ძალის გამოყენება. მაგრამ ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა, განსაკუთრებით საშინაო ამბებში, მსგავს რეაქციას ბადებს და ბრძოლის მეთოდს პოლიტიკის მიზნად აქცევს. მეორეს მხრივ, დაწყებული სერბული „ოტპორიდან,“ ეგვიპტური „კიფაია–თი“ (კმარა) დამთავრებული, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა … Continue reading ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები

IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.

სტატიის სათაურში მოტანილი სიტყვები (ქართულად: სამართლიანობა სამეფოთა საფუძველია) ჰაბსბურგთა იმპერიის ყოფილ დედაქალაქში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას - სამეფო სასახლის კარიბჭეზე წერია. როგორც ჩანს, იმპერიასაც სჭირდება სამართალი და სამართლიანობა, რათა შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა, ძლიერება და მოქალაქეთა ლოიალობა. REGNORVM ანუ მეფობა (სახელმწიფოებრიობა) შეუძლებელია სახელმწიფო, იმპერიული თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირების გარეშე. აღნიშნულის ეფექტურობა კი სწორედ მათი სამართლიანი მოქმედებით … Continue reading IVSTITIA. REGNORVM. FVNDAMENTVM.