იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს აქვს უფრო პრაგმატული, ღირსეული, ეფექტური და რეალისტური ალტერნატივა.
ომი თუ მშვიდობა? რეალისტური საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის
იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს აქვს უფრო პრაგმატული, ღირსეული, ეფექტური და რეალისტური ალტერნატივა.
რომ ვისმენ, რომ ჭინკები შემოესიენ საქართველოს, რომ არასამთავრობოები უნდა გავაკონტროლოთ, რომ არასრულწოვნების გათხოვება OK არის, რომ ახალგაზრდები ევროპაში გაიქცევიან და ქვეყანა დაიცლება, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რომ დასავლური განათლება ცუდია, რომ ლიბერალურ ღირებულებებს თუ გავიზიარებთ ლამის დედ-მამის სახელი დაგვავიწყდება და მსგავს სისულელეებს, მგონია რომ ამ ხალხს ავიწყდება რომ თბილისში, საქართველოში ცხოვრობს. ეს ქვეყანა კი მიუხედავად ყველა … Continue reading მოსკოვშია მათი ადგილი
ხანდახან ასეთ სურათებსაც ნახავ ადამიანი, რომელიღაც ახლო თუ შორეულ ქვეყნებში გამგზავრებული. ესენი გაძლევენ ერთგვარ შვებას და სუნთქვის საშუალებას თვითმფრინავის ეკონომ-კლასიდან ეკონომ-კლასამდე გადაჯდომებს შორის.
სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის. დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის … Continue reading პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ
პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება. ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა … Continue reading პუტინიზმი საქართველოში
Russia's Putin addressed his legislators on December 04 with the State of the Union speech. With it he aimed to marshal popular and elite support based on three (major) tenets of policies that he mixes with populist economic appeal. First is his further carving out of the image of the enemy; second is the promise … Continue reading Russia’s double trouble
უკრაინაში ორი პრინციპული სამომავლო არჩევანი ეჯახება ერთმანეთს: ერთი არჩევანია ევროპული დემოკრატია და პროგრესი, უკრაინელი ხალხის კეთილდღეობა, უკრაინული ტრადიციებისა და კულტურის განვითარება საერთო ევროპულ ცივილიზაციაში. მეორე კორუმპირებული რუსული ავტოკრატიაა, რომელიც კორუფციით და ძალადობით საზრდოობს და რომელმაც გარე სამყაროს აგერ უკვე საუკუნეებია ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური იდეა და საზოგადოების გავითარების ეფექტური და ღირსეული მოდელი ვერ შესთავაზა. ევრაზიული კავშირი … Continue reading უკრაინის ამბებზე
29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს. … Continue reading ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი
პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly
რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა რამოდენიმე საგულისხმო დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს მოვლენები, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან ერთად საშუალებას გვაძლევს რამოდენიმე ზოგადი და კონკრეტული დაკვირვება გავაკეთოთ ავტორიტარული მოდერნიზაცია სახიფათო გზაა ვლადიმერ პუტინს მიეწერება რუსეთის ქაოსიდან გამოყვანა, წესრიგის დამყარება, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის აქტივიზმის დაბრუნება და ეკონომიკური ზრდის საფუძვლების შექმნა. მის მმართველობას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი უჭერდა მხარს: საშუალო კლასი, დიდი … Continue reading რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი