როგორ გადავარჩინოთ ლარი (და დემოკრატია)

მე ვიცი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც შეაჩერებს ლარის დაცემას და მოგვცემს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას - ეს სიტყვა არის ამბიცია. ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ვფიქრობთ: ის, რომ საქართველოს არ აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა და რომ გლობალიზაცია დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ისევე როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაშიც მოქმედებს შემდეგი პრინციპი: „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს." მაგალითისთვის: … Continue reading როგორ გადავარჩინოთ ლარი (და დემოკრატია)

პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება. ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა … Continue reading პუტინიზმი საქართველოში

მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება … Continue reading მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

ამ ქალების სიკვდილი ჩვენი ბრალია – კაცების, ჩემიც!

ამ ქალების სიკვდილი იმ კაცების ბრალიც არის, ყველასი ჩვენი, ვისაც შეგვეძლო და გვევალებოდა მეტი გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ვინც ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ნუ გვეგონება, რომ ეს ყველაფერი ცალკეული, არანორმალური ადამიანების ჩადენილი საქციელია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ჩვენთან. სულაც პირიქით, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, არიან და იმ სისტემითა და იმ წარმოდგენებით იკვებებიან და იზრდებიან, რომელთაც მათ განუწყვეტლად აწვდის საზოგადოება: დაბადებიდან მანამდე, სანამ ისინი ამ დანაშაულს ჩაიდენენ.

“ისლამური სახელმწიფოს” დემოკრატიის გაკვეთილები

როდესაც ვინმე მორიგი მგზნებარე პატრიოტი მინარეთს ჩამოხსნის ან მუსლიმთა საცხოვრებლის წინ ღორის თავს დაკიდებს, სახელმწიფომ ეფექტურად და ყველასათვის გასაგებად უნდა უპასუხოს. ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რომ არ არსებობს უმრავლესობის უფლება უმცირესობაზე, არამედ არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები, რომელთა გარანტი სახელმწიფოა. ის რომ, მრავალრიცხოვანი უმრავლესობის ნების მიუხედავად, სახელმწიფომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო უმცირესობის ინტერესებიც უნდა დაიცვას, კარგი მმართველობის საფუძველია. … Continue reading “ისლამური სახელმწიფოს” დემოკრატიის გაკვეთილები

როგორ მოვაგვაროთ დიდი პრობლემები

ცოტა ხნის წინ ბათუმიდან თბილისამდე მომიწია მანქანით მგზავრობამ. გზაში სამი ტრაგედიის შემსწრე გავხდი: ვნახე მიკროავტობუსის მიერ გატანილი კაცი შუა გზაზე; დაჭმუჭნულ ქაღალდის ბურთს მიმსგავსებული ავტომანაქანა რიკოთის გზაზე. ბოლოს, თბილისის შემოსასვლელში ლამის შუაზე გადამტვრეული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელსაც უგონო მდგომარეობაში მყოფს მიაქანებდნენ სასწრაფო მანქანაში. სახლში მისვლისას ბედნიერი ვიყავი, რომ ჯანმრთელი დავბრუნდი ოჯახში. ვისაც საქართველოს გზებზე სიარული … Continue reading როგორ მოვაგვაროთ დიდი პრობლემები

ვინ დაიწყო ომი?

წაგებული ბრძოლები საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა დაახლოებით 435,000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რაოდენობა ორ მილიონზე ოდნავ მეტია. აქედან კი 305,000 ადამიანი დაუსაქმებელია. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 67% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს (NDI, 2014). საკმარისია ერთხელ გაისეირნოთ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში რომ სრულად შეიგრძნობთ ჩვენი ჰაერის ხარისხს. მაგრამ მაინც, ვნახოთ რას … Continue reading ვინ დაიწყო ომი?

საქართველოს მთავრობას

ბატონებო, 18 მარტს, მსოფლიომ ტელევიზორში უყურა როგორ წაართვა რუსეთმა ყირიმი უკრაინას და საკუთარ ფედერაციაში გააერთიანა. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაში ახალი არაფერი იყო: პოლიტიკის მთავარი ღერძი ამ თქვენს თანამედროვე, პოსტ-მოდერნულ მსოფლიოში ისევ სამხედრო ძლიერება და მისი პოლიტიკურად მოსახერხებელ დროს მარჯვედ გამოყენებაა. იყო დრო, ბევრი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი აზრები დრომოჭმული და რეაქციული იყო … Continue reading საქართველოს მთავრობას

უკრაინის ამბებზე

უკრაინაში ორი პრინციპული სამომავლო არჩევანი ეჯახება ერთმანეთს: ერთი არჩევანია ევროპული დემოკრატია და პროგრესი, უკრაინელი ხალხის კეთილდღეობა, უკრაინული ტრადიციებისა და კულტურის განვითარება საერთო ევროპულ ცივილიზაციაში. მეორე კორუმპირებული რუსული ავტოკრატიაა, რომელიც კორუფციით და ძალადობით საზრდოობს და რომელმაც გარე სამყაროს აგერ უკვე საუკუნეებია ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური იდეა და საზოგადოების გავითარების ეფექტური და ღირსეული მოდელი ვერ შესთავაზა. ევრაზიული კავშირი … Continue reading უკრაინის ამბებზე

ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს. … Continue reading ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი