ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნება, რომელიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მართალია, საქართველო უკრაინის მსგავსად არაა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობები, რომლთა გამოყენებაც შეიძლება იმ იმედით, რომ საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირებაზე. აი რამოდენიმე რამ რაც შესაძლებელია: 1. რუსეთის პატრიარქი საქართველოში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ … Continue reading რა შეუძლია პუტინს?
ეროვნული უსაფრთხოება
რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი
რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა რამოდენიმე საგულისხმო დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს მოვლენები, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან ერთად საშუალებას გვაძლევს რამოდენიმე ზოგადი და კონკრეტული დაკვირვება გავაკეთოთ ავტორიტარული მოდერნიზაცია სახიფათო გზაა ვლადიმერ პუტინს მიეწერება რუსეთის ქაოსიდან გამოყვანა, წესრიგის დამყარება, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის აქტივიზმის დაბრუნება და ეკონომიკური ზრდის საფუძვლების შექმნა. მის მმართველობას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი უჭერდა მხარს: საშუალო კლასი, დიდი … Continue reading რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი
როგორ მოვიგეთ დიდგორი
1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ჯარებმა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. სწავლა როგორც შეცდომებიდან, ისე გამარჯვებებიდანაც საჭიროა. გამარჯვებიდან სწავლის სირთულე იმაშია, რომ მისი ეიფორია იშვიათად იძლევა სწავლისთვის სათანადო ემოციურ გარემოს, დამარცხებას კი ბუნებრივად მოსდევს ანალიზი და კრიტიკა. მაინც რა არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ "დიდი" გაკვეთილები, რაც შეგვიძლია დიდგორიდან ვისწავლოთ? … Continue reading როგორ მოვიგეთ დიდგორი
წიგნის მიმოხილვა: “პენკოვსკის დღიურები”
გამომცემლობა Collins, 1965 (პირველი გამოცემა) როგორ მუშაობს დაზვერვა და შპიონაჟი? როგორ ხდება აგენტების გადაბირება, რატომ შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს მეორე ქვეყნის მხარეს გადასვლა? რა მოტივები შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქცევას და როგორ ხორციელდება ურთიერთობები აგენტებსა და მათ დამქირავებლებს შორის? რა მეთოდები არსებობს ინფორმაციის გაცვლის, ფულის გადაცემისათვის? თუკი უსაფრთხოების და უფრო კონკრეტულად დაზვერვისა და შპიონაჟის ნაცრისფერი სამყარო გაინტერესებთ, … Continue reading წიგნის მიმოხილვა: “პენკოვსკის დღიურები”
“უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე
ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში ის ტრადიციები და გარემოა, სადაც ის ხალხი უნდა გაიზარდოს და აღიზარდოს, ვინც ეს უსაფრთხოება უნდა შექმნას. სამხედრო ტრადიცია და სამხედრო კულტურა ჩვენი დიდი პრობლემაა. ვუყურებდი ტრადიციული არისტოკრატიის წარმომადგენელს პრინც უილიამს (რომელიც ლამის ძალით ჩამოიყვანეს ომიდან); შეერთებულ შტატებში არისტოკრატია ტრადიციული გაგებით არ არსებობს, მაგრამ არსებობს დიდი სამხედრო ტრადიციები და ტრადიციულად … Continue reading “უფასო მგზავრობა” ეროვნულ უსაფრთხოებაზე
ახალი სტრატეგიის გასაღები
2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ … Continue reading ახალი სტრატეგიის გასაღები
მცირე სახელმწიფოთა რეალობა
ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ. შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი … Continue reading მცირე სახელმწიფოთა რეალობა
Georgia’s Message to the North Atlantic Treaty Community
Georgia, a small albeit strategically located post-Soviet state, has long sought NATO membership. Since the Rose Revolution of 2003, a successful process of state building has been put in motion. Unfortunately, the events of November 2007, when the government put down mass protests using riot police and tear gas have raised many doubts as to … Continue reading Georgia’s Message to the North Atlantic Treaty Community
Strategy for Conflict Managment: On the New Definition of a Peace Process
Anyone who practiced boxing or martial arts, played chess or other strategy games learns the following lesson: it takes a series of efforts to beat the opponent. In order to bring the opponent into imbalance, one must plan and then execute a sequence of consecutive actions to gain initiative, mount pressure, and finally impose one's … Continue reading Strategy for Conflict Managment: On the New Definition of a Peace Process
ნეიტრალიტეტის ცუდი არჩევანი
”ღმერთი იმის მხარესაა, ვისაც დიდი ბატალიონები ჰყავს” ნაპოლეონ ბონაპარტე ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში განახლდა მსჯელობა საქართველოს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს შესაძლებლობის შესახებ. განახლდა, რადგან აღნიშნული არ არის ახალი საკითხი ქართულ პოლიტიკურ დებატებში და იგი პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა აქტიური მსჯელობის საგანი. სამწუხაროდ, ისევე როგორც დამოუკიდებლობის პირველ წლებში, დღევანდელ მსჯელობასაც დიდწილად არაინფორმირებული ხასიათი გამოარჩევს. უპირველეს … Continue reading ნეიტრალიტეტის ცუდი არჩევანი
