1957 წელს მაილს დევისმა საშიში ნაბიჯი გადადგა. რადგანაც ვერ შეეწყო ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის - ჯაზის ამ ორი დიდი მესაყვირის აგრესიულ მუსიკას, ცალკე გავიდა და ჩაწერა სრულიად ახალი და თავხედური ალბომი - Birth of the Cool. ეს ალბომი ქულ ჯაზის საფუძველი და ჯაზის ახალი ენა გახდა. გასულ კვირას, NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამით დაფინანსებული დემოკრატიის … Continue reading საქართველო 2025 – Birth of the Cool
პოლიტიკა
„ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“
პოლიტიკა რაციონალური არჩევანების, ხშირად არც თუ ისე კარგ არჩევანებს შორის მიღებული გადაწყვეტილებების საქმეა. პოლიტიკის ამბების ანალიზი უფრო ძნელია, ვიდრე ძალაუფლებაზე კამათი. პოლიტიკურ მსჯელობას გადამოწმება, მაგალითები, სტატისტიკა და შედარებები სჭირდება. ამის გაკეთება კი მაშინაა შესაძლებელი, უფრო სწორად საჭირო, თუკი იცი რა გინდა გააკეთო. რაციონალურ პოლიტიკას ჩვენში ფეხმოკიდებული წინააღმდეგობრივი აზროვნება და ირაციონალობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბატონობა ხშირად უშლის … Continue reading „ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“
ხალხის წინააღმდეგ
პოლიტიკის შესახებ საუბრებში ხშირად გაიგებთ, რომ პოლიტიკოსებმა ხალხის მოთხოვნებსა და სურვილებს უნდა უპასუხონ. ესაა დღევანდელობის მოწოდება, რასაც პოლიტიკის ექსპერტები, სხვადასხვა კომენტატორები და მედიაც მუდმივად შეახსენებენ პოლიტიკოსებს. ეს მოსაზრება აქსიომად მიიჩნევა, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება. მართლაც, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს საზოგადოების, რათა მათი პრობლემები გადაჭრას. მაგრამ გადაჭარბებული დამოკიდებულება „ხალხის მოთხოვნებსა“ ან “უმრავლესობის ნებაზე“ პოლიტიკას რეიტინგებისა … Continue reading ხალხის წინააღმდეგ
პოლიტიკა და ქართული ენა
ბევრი დამეთანხმება, რომ ქართულ ენას კარგი დღე არ ადგას. ზოგადად მიიჩნევა, მიზანმიმართული მოქმედებითაც კი ენის სიწმინდის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. არგუმენტი ასეთია: რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლის გზაზეა, საყოველთაო დეგრადაცია ქართულმა ენამაც აუცილებად უნდა გაიზიაროს. ასე გამოდის, რომ ნებისმიერი ბრძოლა ენის ხელყოფის წინააღმდეგ ისეთივე სენტიმენტური არქაიზმია, როგორც სანთლის შუქი რომ გვერჩიოს ელექტროობას ან ურემი თანამედროვე ავტომობილს. საფუძველში … Continue reading პოლიტიკა და ქართული ენა
