ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური

გუშინ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრას დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შეკითხვა არ დამისვამს, ჩემი და ბელორუსი მწერლის დიალოგი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „თავისუფალი ადამიანები ისტორიაზე გაბედული პასუხებიდან მოდიან,“ - ალექსიევიჩის ეს ფრაზა არის კიდეც ალბათ მისი წიგნების მთავარი იდეა და ამოსავალი წერტილი. რუსთაველის თეატრის დარბაზში „უტოპიის ხმების“ ავტორის საუბარი პირდაპირ და დაუნდობლად ეხებოდა ჩვენს კოლექტიურ ნერვებს. … Continue reading ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური

პოლიტიკური ომის გენერლები

ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები

1 პროცენტის საქართველო

ამომრჩეველი კარგად ხედავს: მისთვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ.

8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

ვინ ატირებს ბავშვებს?

დღეს, 17 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში პოლიციელმა დაკავებული LGBT აქტივისტი ანთებული სანთლებისა და ხატების ფონზე დაკითხა. „ოჯახური სიწმინდის“ დასაცავად გამართულ კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიბერალური ფასეულობების დემონიზაცია იყო, ასეთი რამ თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ქართველმა ლიდერმა: „არ მოსულა ქვეყანაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი.“ არ გამკვირვებია … Continue reading ვინ ატირებს ბავშვებს?

„ენჯეოშნიკები“

პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.

თავისუფლება ყუმბარაზე მქუხარეა

წინა ცხოვრებაში უსაფრთხოების თემებზე ლექციებს ვკითხულობდი და ამიტომაც ჩემი პროფესიული ბიბლიოთეკის ორი მოზრდილი თარო ტერორიზმსა და კონტრ-ტერორიზმზე წიგნებს ეთმობა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ვიფიქრე ანალიტიკური ბლოგი დამეწერა იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანთა რადიკალიზაცია და საიდან იღებს სათავეს ასეთი ექსტრემისტული იდეოლოგია. ან თუნდაც იმ საერთაშორისო გარემოზე, რომელშიც ეს ორგანიზაციები შეიქმნა და გაძლიერდა. ვიჯექი კომპიუტერთან და ვფიქრობდი, ღირდა … Continue reading თავისუფლება ყუმბარაზე მქუხარეა

როგორ დავიცვათ პოლიტიკური ცენტრი

თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.

პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის. დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის … Continue reading პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?

9 მაისს გორში ბევრი წითელი დროშა ფრიალებდა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს ეს მოხუცი, წარმავალი თაობის მცირე ნაწილის უწყინარი მსვლელობა იყო. გორის გამოსვლა რომ მხოლოდ მოხუცი ომის ვეტერნების მობილიზებული არ იყო, მისი ორგანიზების ხარისხითაც ჩანდა. ვინც ამაში არ მეთანხმებით, მაჩვენეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც იცის რას ნიშნავს „Yankee.“ ეს წითელი მსვლელობა და ბოლო დროს … Continue reading ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?