ბევრი დამეთანხმება, რომ ქართულ ენას კარგი დღე არ ადგას. ზოგადად მიიჩნევა, მიზანმიმართული მოქმედებითაც კი ენის სიწმინდის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. არგუმენტი ასეთია: რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლის გზაზეა, საყოველთაო დეგრადაცია ქართულმა ენამაც აუცილებად უნდა გაიზიაროს. ასე გამოდის, რომ ნებისმიერი ბრძოლა ენის ხელყოფის წინააღმდეგ ისეთივე სენტიმენტური არქაიზმია, როგორც სანთლის შუქი რომ გვერჩიოს ელექტროობას ან ურემი თანამედროვე ავტომობილს. საფუძველში … Continue reading პოლიტიკა და ქართული ენა
Author: Levan Tsutskiridze ლევან ცუცქირიძე
“კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის
საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციურ, დემოკრატიულ გარემოში და ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევა გახდება - თუკი მას სწორად შევაფასებთ და გამოვიყენებთ. ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული კოალიცია პოლიტიკური შურისძიებას თავიდანვე უარყოფს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პრეზიდენტი მზად აღმოჩნდნენ ოპოზიციაში სამუშაოდ, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტრადიციულად, არჩევნებში დამარცხება ყოველთვის ბევრ … Continue reading “კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის
სოციალური მეწარმეობა საქართველოში
სოციალური მეწარმეობის იდეა თანდათან ძალას იკრებს მსოფლიოში. დიდი ხანი არაა რაც ამ იდეებმა საქართველოშიც შემოაღწია და მეტი განხილვა და მსჯელობა სასარგებლო იქნება. რამოდენიმე მოსაზრება იმ შინაგან და საერთო კონტექსტზე, რაც განაპირობებს სოციალური მეწარმის ჩამოყალიბებასა და წარმატებას. ამ მოსაზრებების ნაწილი პირველად ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ თავისუფალი ბაზრის თბილისის გამოფენას გავუზიარე, რომელიც 9 მაისს გაიმართა თბილისში. … Continue reading სოციალური მეწარმეობა საქართველოში
Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society
It is important to fully gauge the extent of US-Georgia relationship in order to put the recent meeting of the two presidents in its proper light. The US support to Georgia has been the most comprehensive: ranging from humanitarian assistance in the early years of Georgia’s independence, leading up to the structural reforms in governance … Continue reading Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society
The Good, The Bad and The Ugly
პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly
მრავალ ახალ წელს!
დიდი მადლობა ამ ბლოგის ყველა მკითხველს! მით უმეტეს, რომ ის თემები, რაზეც ვწერ ხოლმე არც თუ მაინც და მაინც მხიარულ საქმეებს ეხება. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ლევანი
რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი
რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა რამოდენიმე საგულისხმო დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს მოვლენები, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან ერთად საშუალებას გვაძლევს რამოდენიმე ზოგადი და კონკრეტული დაკვირვება გავაკეთოთ ავტორიტარული მოდერნიზაცია სახიფათო გზაა ვლადიმერ პუტინს მიეწერება რუსეთის ქაოსიდან გამოყვანა, წესრიგის დამყარება, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის აქტივიზმის დაბრუნება და ეკონომიკური ზრდის საფუძვლების შექმნა. მის მმართველობას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი უჭერდა მხარს: საშუალო კლასი, დიდი … Continue reading რუსეთის რეალობა და პოლიტიკის შანსი
როგორ მოვიგეთ დიდგორი
1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ჯარებმა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. სწავლა როგორც შეცდომებიდან, ისე გამარჯვებებიდანაც საჭიროა. გამარჯვებიდან სწავლის სირთულე იმაშია, რომ მისი ეიფორია იშვიათად იძლევა სწავლისთვის სათანადო ემოციურ გარემოს, დამარცხებას კი ბუნებრივად მოსდევს ანალიზი და კრიტიკა. მაინც რა არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ "დიდი" გაკვეთილები, რაც შეგვიძლია დიდგორიდან ვისწავლოთ? … Continue reading როგორ მოვიგეთ დიდგორი
წიგნის მიმოხილვა: “პენკოვსკის დღიურები”
გამომცემლობა Collins, 1965 (პირველი გამოცემა) როგორ მუშაობს დაზვერვა და შპიონაჟი? როგორ ხდება აგენტების გადაბირება, რატომ შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს მეორე ქვეყნის მხარეს გადასვლა? რა მოტივები შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქცევას და როგორ ხორციელდება ურთიერთობები აგენტებსა და მათ დამქირავებლებს შორის? რა მეთოდები არსებობს ინფორმაციის გაცვლის, ფულის გადაცემისათვის? თუკი უსაფრთხოების და უფრო კონკრეტულად დაზვერვისა და შპიონაჟის ნაცრისფერი სამყარო გაინტერესებთ, … Continue reading წიგნის მიმოხილვა: “პენკოვსკის დღიურები”
Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები
თანამედროვე ეპოქაში მცირე შეცდომებს დიდი ფასი აქვთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ რევოლუციურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტექნოლოგიები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების წეს–ჩვეულებებზე ახდენს გავლენას. მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ახლა უკვე სოციალური მედია მათ რიგშია. ინტერნეტი არ არის მხოლოდ ახალგაზრდობის გასართობი. იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია. ეს თუნდაც ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიამ, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ანტი ავტორიტარულმა … Continue reading Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები
