აბიტურიენტის საკითხავი

სირიაში „დასავლეთი“ და მათი არაბი მოკავშირეები ეხმარებიან ასადის ოპოზიციას. ეს ოპოზიცია დიდ წილად გაუგებარი რამეა (სირიის მთავრობა კი დიდი ალბათობით დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე) და შედარებით ზომიერ და ძალიან რადიკალურ ჯგუფებს შორისაა მოქცეული. დასავლეთი ოპოზიციას ეხმარება, მაგრამ ხშირად მისდა უნებლიედ (და სირიის ქაოსიდან გამომდინარე) იმ რადიკალებსაც, ევროპული ქვეყნები მტრად რომ მიაჩნიათ. მეორეს მხრივ, რუსები ეხმარებიან სირიის მთავრობას. რეალურად, დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ირიბ ომში არიან. რუსები ევროპის საზღვართან შეიარაღებას ზრდიან და შეერთებული შტატებიც იგივეთი პასუხობს. რუსეთი აქტიურად ცდილობს ევროკავშირის დასუსტებას, მხარს უჭერს რადიკალურ (ანტი-ევროკავშირულ) პარტიებს ევროპის ბევრ ქვეყანაში, ფინანსურად თუ საინფორმაციო კამპანიაში და ამით პრინციპში ევროკავშირის დაშლას ცდილობს. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს მას უკრაინაში შეჭრის გამო.

ამასთან, დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. საერთაშორისო ვაჭრობის, ბაზრების ღიაობის შენარჩუნება საერთო ინტერესია. ანუ, ერთის მხრივ, მხარეები ერთმანეთთან არაპირდაპირ ომში არიან, ხოლო მეორეს მხრივ, აქტიურად თანამშრომლობენ. უცნაური ამბავია არა?

ეს პოსტი კი იმ ახალგაზრდებისთვის დავწერე, ვინც ახალ ამბებს უყურებს და აინტერესებს როგორ არის შესაძლებელი რომ ასეთი რამეები ხდებოდეს: ერთი და იგივე ქვეყნები თან ერთმანეთს კლავდნენ და თან თანამშრომლობდნენ. კიდევ მათთვის, ვინც ფიქრობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სირიიდან გამოქცეული ამდენი ბავშვი, ქალი და კაცი აღარ იღუპებოდეს ხმელთაშუა ზღვაში. მოკლედ, გუშინ აბიტურენტთა რეგისტრაცია დაიწყო და ეს ბლოგი მათთვისაა. თუკი დაგაინტერესათ, რატომ ხდება ასეთი პარადოქსული ამბები მსოფლიოში უნდა ისწავლოთ მშვენიერი, თანამედროვე, უზომოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან საჭირო დისციპლინა სახელით „საერთაშორისო ურთიერთობები.“

 

One thought on “აბიტურიენტის საკითხავი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s