პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის. დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის … Continue reading პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

რა შეუძლია პუტინს?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნება, რომელიც მის განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მართალია, საქართველო უკრაინის მსგავსად არაა დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობები, რომლთა გამოყენებაც შეიძლება იმ იმედით, რომ საქართველომ უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირებაზე. აი რამოდენიმე რამ რაც შესაძლებელია: 1. რუსეთის პატრიარქი საქართველოში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ … Continue reading რა შეუძლია პუტინს?