იცით, ხშირად ასე ვფიქრობ: რომ არ ღირს სიცოცხლე იმ ქვეყანაში გავატარო, სადაც ფაშისტები ერთ დაძახებაზე ათასობით კაცს კრებენ; არ არის საჭირო კარგი მოლოდინები გქონდეს იქ, სადაც ეკლესია ჟურნალისტებს წყევლის; რატომ უნდა ვიცხოვრო იქ, სადაც მოქალაქეები სტალინისა და ბერიას ქუჩებზე ამაყად დააბიჯებენ და ფიქრობენ, როგორ გაანადგურონ მათგან განსხვავებული ადამიანები; რატომ ვიწვალო იქ, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading „შემხვდი გამთენიისას“
დემოკრატია
თბილისური გაზაფხული
თუ გგონიათ, რომ თბილისელი, ბათუმელი, ქუთაისელი, თელაველი თუ გორელი ახალგაზრდები დღეს ნარკოდილერების დაკავებას აპროტესტებენ, მაშინ თქვენ ტოლკიენის მოჯადოებულ მორდორში ცხოვრობთ. თუ ასეა, რა თქმა უნდა, არაფერი გაგიათ იმის შესახებ, რამდენად ადვილია, ნარკოტიკი ჩაუდო ვინმეს ჯიბეში და მერე რამდენიმე წლით ციხეში გამოამწყვდიო. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის სახე არ მოგწონს, ან მისი წინდების ფერი, … Continue reading თბილისური გაზაფხული
უსქესო ქართული ენა
დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა
შევავსოთ და წინ წავიწიოთ!
რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს. სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ … Continue reading შევავსოთ და წინ წავიწიოთ!
ქართული ტანგო ნაციზმთან
ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ … Continue reading ქართული ტანგო ნაციზმთან
ვინ ატირებს ბავშვებს?
დღეს, 17 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში პოლიციელმა დაკავებული LGBT აქტივისტი ანთებული სანთლებისა და ხატების ფონზე დაკითხა. „ოჯახური სიწმინდის“ დასაცავად გამართულ კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიბერალური ფასეულობების დემონიზაცია იყო, ასეთი რამ თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ქართველმა ლიდერმა: „არ მოსულა ქვეყანაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი.“ არ გამკვირვებია … Continue reading ვინ ატირებს ბავშვებს?
სექსი, პოლიტიკა და ვიდეო
დღეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს ავრცელებენ; „ოდეერები“ საჯარო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ქალაქის ცენტრში ესვრიან; დაწყებითი კლასების პედაგოგთა უმრავლესობა მინიმალური კომპეტენციების ზღვარს ვერ ლახავს და რა გასაკვირია, რომ ბევრს მართლაც სჯერა - ფაშიზმი, კომუნიზმი და ლიბერალიზმი ერთი და იგივე ბოროტებაა. ამავე დროს გლობალიზაციამ ახალი შესაძლებლობები მისცა ჭკვიან და … Continue reading სექსი, პოლიტიკა და ვიდეო
„ენჯეოშნიკები“
პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.
როგორ დავიცვათ პოლიტიკური ცენტრი
თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.
ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?
9 მაისს გორში ბევრი წითელი დროშა ფრიალებდა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს ეს მოხუცი, წარმავალი თაობის მცირე ნაწილის უწყინარი მსვლელობა იყო. გორის გამოსვლა რომ მხოლოდ მოხუცი ომის ვეტერნების მობილიზებული არ იყო, მისი ორგანიზების ხარისხითაც ჩანდა. ვინც ამაში არ მეთანხმებით, მაჩვენეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც იცის რას ნიშნავს „Yankee.“ ეს წითელი მსვლელობა და ბოლო დროს … Continue reading ვინ იცის, რას ნიშნავს Yankee?
