ფული ბავშვებისთვის!

საშობაო დღეები ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დღეებია ბავშვებისთვის! მშობლები, ბებიები და ბაბუები, თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი მათ დიდი ხნის სურვილებს უსრულებენ! მაგრამ ჩვენთან მაინც არის ბევრი ბავშვი, რომლებსაც დიდი ხნის საშობაო სურვილები ჯერ კიდევ არ ახდენიათ და მათთან თოვლის ბაბუამ მისვლა ვერ მოახერხა…

ალბათ კარგი იქნება, ამ საშობაო დღეებში, როდესაც ვფიქრობთ რა გავაკეთოთ კარგი, რომ ვაჩუქოთ ფული ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს. თანაც, ახლა სულ ადვილია ფულის გადარიცხვა ინტერნეტით და ეს სულ ორიოდე წუთს თუ წაგვართმევს. საქართველოში კი არის რამდენიმე ფონდი, რომლებიც ფულს გამჭვირვალედ და სწორად ხარჯავენ. თუმცა, სულაც არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში მოქმედ ფონდს მივემთ ფულს თუ საერთაშორისოს. ყველა ბავშვის ბედნიერება ერთნაირად მნიშვნელოვანია და ყველას ერთნაირად სწყინს, თუკი საშობაოდ ისინი ყველას დაავიწყდება. სიყვარულს ხომ არ აქვს ეროვნული, რელიგიური თუ პოლიტიკური საზღვრები. ქველმოქმედებაში კი ის სულაც არ არის მთავარი, თუ რამდენს გავცემთ, არამედ ის, თუ რამდენს ნიშნავს ეს თანხა ჩვენთვის.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული, დიახ ასეა. მაგრამ არც სიყვარული და არც ყურადღებაა საკმარისი მოქმედების გარეშე. მეტიც, მოქმედების გარეშე არც ერთი არსებობს და არც მეორე. იმ კარგ ფონდებსა და ორგანიზაციებს კი, რომლებიც ამ სიყვარულს საქმედ აქცევენ, ასევე სჭირდებათ ფული და მხოლოდ ჩვენი კეთილი სურვილებით არაფერი გამოვა. ასე რომ, მოდით გავცეთ ფული ბავშთა ფონდებისთვის. და იცით რა? ნუ მოგვერიდება, რომ მას მერე, რაც ამ კარგ საქმეს გავაკეთებთ ვთქვათ ამის შესახებ იქ და ისე, როგორც გამოვა და რაც შეიძლება საჯაროდ: twitter-ით, facebook-ით თუ სადღეგრძელოთი ყანწით ხელში. მთავარია გავაკეთოთ ეს კარგი საქმე და სხვებსაც მოვანდომოთ იგივე!

მდიდარ და ხალისიან შობა-ახალ წელს გისურვებთ. რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს იმ პატარების უძინარი თვალები, რომლებიც ჯერ კიდევ მოუთმენლად ელიან საშობაო საჩუქრებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s