უკრაინის ამბებზე

უკრაინაში ორი პრინციპული სამომავლო არჩევანი ეჯახება ერთმანეთს: ერთი არჩევანია ევროპული დემოკრატია და პროგრესი, უკრაინელი ხალხის კეთილდღეობა, უკრაინული ტრადიციებისა და კულტურის განვითარება საერთო ევროპულ ცივილიზაციაში. მეორე კორუმპირებული რუსული ავტოკრატიაა, რომელიც კორუფციით და ძალადობით საზრდოობს და რომელმაც გარე სამყაროს აგერ უკვე საუკუნეებია ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური იდეა და საზოგადოების გავითარების ეფექტური და ღირსეული მოდელი ვერ შესთავაზა. ევრაზიული კავშირი პოლიტიკურად, იდეურად და მორალურად ბანკროტი იდეაა და შანტაჟს, ჩაგვრას, გარესამყაროსადმი მტრობას, ქრთამსა და ძალადობას ეყრდნობა. ეს კარგად ესმით უკრაინელებს და ამიტომაც ასე თავგამოდებით იცავენ ამ არჩევანს.

უკრაინის ტრაექტორიას ადრე თუ გვიან დიდი ზეგავლენა ექნება რუსეთზეც, რომლის ამბიცია, იყოს პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კულტურულად მიმზიდველი და სტრატეგიულად საინტერესოა, უკრაინის გარეშე სუსტდება და პერსპექტივაში “პუტინის მოდელის” მარცხია. უკრაინის გარეშე ეს გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ ექსტრავაგანტული დიქტატორების კლუბი იქნება, რომლებიც ისტორიის არასწორ მხარეს დგანან. უკრაინის ევროპული მომავალი ნიშნავს თავისუფალი სამყაროს წარმატებას.

ამიტომაც, პუტინი და და მისი მოკავშირეები უკრაინაში ძალიან შორს წავლენ ამ საქმეში და შესაბამისად, მტკიცე და ძლიერი უნდა იყოს დასავლეთიც და უკრაინის პროგრესული, დემოკრატიული ძალები.

2 thoughts on “უკრაინის ამბებზე

  1. საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა მგონი რუსეთს მეორე, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს იმისა, რომ არ დაუშვას უკრაინის საბოლოო გასვლა გავლენის სფეროდან – ეს არის შავი ზღვის ფლოტი.

    უზარმაზარი ხომალდების და ატომური წყალქვეშა ნავების დიდი ფლოტილია, რომელიც დღეს უკრაინულ საზღვაო პორტებშია განლაგებული, საერთოდ დაკარგავს ნავსაყუდელს და ვერსად შეაფარებს თავს – აი ამისი ეშინია რუსეთს.

    1. რა თქმა უნდა! შავ ზღვაზე გასასვლელი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია.

Leave a reply to Dv0rsky Cancel reply