ხვალ ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც.
ამომრჩევლის გზამკვლევი 2018 წლის არჩევნებისთვის
ხვალ ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც.
ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები
ამომრჩეველი კარგად ხედავს: მისთვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ.
თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.
მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება … Continue reading მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”
ამ ქალების სიკვდილი იმ კაცების ბრალიც არის, ყველასი ჩვენი, ვისაც შეგვეძლო და გვევალებოდა მეტი გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ვინც ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ნუ გვეგონება, რომ ეს ყველაფერი ცალკეული, არანორმალური ადამიანების ჩადენილი საქციელია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ჩვენთან. სულაც პირიქით, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, არიან და იმ სისტემითა და იმ წარმოდგენებით იკვებებიან და იზრდებიან, რომელთაც მათ განუწყვეტლად აწვდის საზოგადოება: დაბადებიდან მანამდე, სანამ ისინი ამ დანაშაულს ჩაიდენენ.
ბატონებო, 18 მარტს, მსოფლიომ ტელევიზორში უყურა როგორ წაართვა რუსეთმა ყირიმი უკრაინას და საკუთარ ფედერაციაში გააერთიანა. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაში ახალი არაფერი იყო: პოლიტიკის მთავარი ღერძი ამ თქვენს თანამედროვე, პოსტ-მოდერნულ მსოფლიოში ისევ სამხედრო ძლიერება და მისი პოლიტიკურად მოსახერხებელ დროს მარჯვედ გამოყენებაა. იყო დრო, ბევრი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი აზრები დრომოჭმული და რეაქციული იყო … Continue reading საქართველოს მთავრობას
პოლიტიკა რაციონალური არჩევანების, ხშირად არც თუ ისე კარგ არჩევანებს შორის მიღებული გადაწყვეტილებების საქმეა. პოლიტიკის ამბების ანალიზი უფრო ძნელია, ვიდრე ძალაუფლებაზე კამათი. პოლიტიკურ მსჯელობას გადამოწმება, მაგალითები, სტატისტიკა და შედარებები სჭირდება. ამის გაკეთება კი მაშინაა შესაძლებელი, უფრო სწორად საჭირო, თუკი იცი რა გინდა გააკეთო. რაციონალურ პოლიტიკას ჩვენში ფეხმოკიდებული წინააღმდეგობრივი აზროვნება და ირაციონალობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბატონობა ხშირად უშლის … Continue reading „ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“
ბევრი დამეთანხმება, რომ ქართულ ენას კარგი დღე არ ადგას. ზოგადად მიიჩნევა, მიზანმიმართული მოქმედებითაც კი ენის სიწმინდის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. არგუმენტი ასეთია: რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლის გზაზეა, საყოველთაო დეგრადაცია ქართულმა ენამაც აუცილებად უნდა გაიზიაროს. ასე გამოდის, რომ ნებისმიერი ბრძოლა ენის ხელყოფის წინააღმდეგ ისეთივე სენტიმენტური არქაიზმია, როგორც სანთლის შუქი რომ გვერჩიოს ელექტროობას ან ურემი თანამედროვე ავტომობილს. საფუძველში … Continue reading პოლიტიკა და ქართული ენა
თანამედროვე ეპოქაში მცირე შეცდომებს დიდი ფასი აქვთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ რევოლუციურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტექნოლოგიები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების წეს–ჩვეულებებზე ახდენს გავლენას. მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ახლა უკვე სოციალური მედია მათ რიგშია. ინტერნეტი არ არის მხოლოდ ახალგაზრდობის გასართობი. იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია. ეს თუნდაც ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიამ, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ანტი ავტორიტარულმა … Continue reading Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები