როგორ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები? მოქალაქეობის ათი წესი თანამედროვე საქართველოში.
მოქალაქეობის ათი წესი
როგორ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები? მოქალაქეობის ათი წესი თანამედროვე საქართველოში.
სწორედ ქართველმა ხალხმა მოუგო ბრძოლა მთავრობას და მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი.
„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება.
პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
იმას, რაც ჩვენთან ხდება, „განსახელმწიფოებრიოებას“ დავარქმევდი. საქართველო სწრაფად იშორებს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებსა და უნარებს და სწრაფი სვლით მიექანება ბრბოს მმართველობისკენ. ეს ჩვენთვის არის სამწუხარო, თორემ ზოგადად, განა რამე უჩვეულოა? ეს კარგი, მდიდარი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოებია უფრო იშვიათი, თორემ დისფუნქციური, კორპუმპირებული და ძირმომპალი ქვეყნები, ძალიან ბევრია. შეხედეთ რუკას, მერე საქართველოდან სულ ცოტა ჩრდილოეთით ააყოლეთ თვალი … Continue reading „განსახელმწიფოებრიოება“
იცით, ხშირად ასე ვფიქრობ: რომ არ ღირს სიცოცხლე იმ ქვეყანაში გავატარო, სადაც ფაშისტები ერთ დაძახებაზე ათასობით კაცს კრებენ; არ არის საჭირო კარგი მოლოდინები გქონდეს იქ, სადაც ეკლესია ჟურნალისტებს წყევლის; რატომ უნდა ვიცხოვრო იქ, სადაც მოქალაქეები სტალინისა და ბერიას ქუჩებზე ამაყად დააბიჯებენ და ფიქრობენ, როგორ გაანადგურონ მათგან განსხვავებული ადამიანები; რატომ ვიწვალო იქ, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading „შემხვდი გამთენიისას“
სოციალური მეწარმეობის იდეა თანდათან ძალას იკრებს მსოფლიოში. დიდი ხანი არაა რაც ამ იდეებმა საქართველოშიც შემოაღწია და მეტი განხილვა და მსჯელობა სასარგებლო იქნება. რამოდენიმე მოსაზრება იმ შინაგან და საერთო კონტექსტზე, რაც განაპირობებს სოციალური მეწარმის ჩამოყალიბებასა და წარმატებას. ამ მოსაზრებების ნაწილი პირველად ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ თავისუფალი ბაზრის თბილისის გამოფენას გავუზიარე, რომელიც 9 მაისს გაიმართა თბილისში. … Continue reading სოციალური მეწარმეობა საქართველოში
It is important to fully gauge the extent of US-Georgia relationship in order to put the recent meeting of the two presidents in its proper light. The US support to Georgia has been the most comprehensive: ranging from humanitarian assistance in the early years of Georgia’s independence, leading up to the structural reforms in governance … Continue reading Beyond Reset – Building a Pluralistic Political Society
პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly
Random House, New York. 2004 http://www.timothygartonash.com „თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა … Continue reading თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში