საქართველო დანაწევრებულ მსოფლიოში და ევროპის ისტორიული მომენტი

ყველამ ვნახეთ, რაც დღეს ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში მოხდა. მსოფლიო იცვლება და ნაწევრდება. დანაწევრებული მსოფლიო კი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ის, რაც აქამდე გვქონდა - სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მსოფლიო მშვიდობის უპრეცენდენტოდ ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც მეტნაკლებად ქცევის შეთანხმებულ ნორმებს, დიპლომატიის საერთო სტანდარტს, ქვეყნების უწყვეტ მეტოქეობას, თუმცა მაინც ურთიერთდამოკიდებულებასა და საერთო წესებს ეფუძნებოდა. ამ … Continue reading საქართველო დანაწევრებულ მსოფლიოში და ევროპის ისტორიული მომენტი

სოფლის მეურნეობა “გასაოცარი ეკონომიკის” საქართველოში

რა წარმოადგენს საქართველოს იდენტობის, ტრადიციის და ზოგადად, ქართველი ერის საფუძველს? რა და ქართული სოფელი. სოფელი, რომელმაც შემოგვინახა მამა-პაპისეული ნივთები, სახლები, გემოები, სუნები და მოგონებები; სოფელი, სადაც ჩვენი ისტორიულ  მეხსიერება და ტრადიციებია დაცული და სოფელი, რომელსაც შეუძლია გაჭირვებისას ქალაქებიც კი გადაარჩინოს, როგორც ეს 90-იანებში გააკეთა. ძლიერი სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელია ძლიერი სოფლების არსებობა. თუ არ იქნება … Continue reading სოფლის მეურნეობა “გასაოცარი ეკონომიკის” საქართველოში

ჩვენი 15 მთავარი პრობლემა

იმ პრობლემების მოკლე სია, რომელებიც ჩვენს ქვეყანას ჩამორჩენილობით, სიღარიბით და უიმედობით ემუქრება.

“და საერთოდ, რა სპორტია ეს ორთაბრძოლები?”

დვალიშვილის და თოფურიას ორთაბრძოლებმა სხვა დისკუსიაც მოიტანა: „საერთოდ რა სპორტია ეს?“ მოკლედ, ხმა უნდა ამოვიღო ორთაბრძოლების, როგორც სპორტის დასაცავად. განა ჩემი დაცვა სჭირდება, მაგრამ ბევრი კრიტიკული აზრი წავიკითხე და მინდა ერთი ორი სიტყვა მეც შევმატო დისკუსიას. რაც ძალიან მიზიდავს ორთაბრძოლებში სახალხოობაა, რადგან მას არ ჭირდება დიდი საწყისი კაპიტალი. ბევრ სხვა სპორტში, მხოლოდ იმისათვის, რომ დამწყებ … Continue reading “და საერთოდ, რა სპორტია ეს ორთაბრძოლები?”

ემიგრანტების ონლაინ საარჩევნო უფლების თაობაზე

საქართველოს ასეულობით ათას მოქალაქეს, ვინც სხვა ქვეყნებში მუშაობს და ცხოვრობს, ხმის უფლების რეალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ონლაინ ტექნოლოგიის გამოყენებით. https://youtu.be/11lwDdczvUk?si=xDVQML40rlOu3ScS

რა ღირს სამშობლო?

ამ წერილს ვწერ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ქართულ ოცნებაში და, ასევე, მათ, ვინც ჩუმად არის, „პოლიტიკაში არ ერევა“ და „ნეიტალურია.“ თქვენც კარგად იცით, რომ ქართულმა ოცნებამ: ბოლომდე ჩამოანგრია ქართული დემოკრატია და ჩამოაყალიბა მდაბიო, ბნელი ავტორიტარიზმი ქვეყანაში, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნამდვილი კუნძული რეგიონში; ხმა მისცა რუსულ კანონს საქართველოში; რუსეთის აგენტის გამო, … Continue reading რა ღირს სამშობლო?

რატომ არ უნდა იფრინონ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოში

პირდაპირი ფრენები საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, ევროპული მომავლის საბოტაჟს, ქართული ოცნების კოლაბორაციონიზმის პატრიოტიზმად გადახურდავებას და  თან პოლიტიკური ქულების აკრეფას ემსახურება.

როგორ მყარდება დიქტატურა

ეს კანონი ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის ქვეშ მოქცევისა და მისი სწრაფი განადგურების რეალური და ეფექტური შესაძლებლობაა.

უხერხულობამდე მარტივად #2: რატომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც

„უხერხულობამდე  მარტივად #1“ იხილეთ აქ. რატომ არის რუსეთი ჩვენი მტერი? იმიტომ, რომ რუსეთმა მოგვიკლა ბევრი ადამიანი და ქართველების ეთნიკური ნიშნით განადგურების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. წაგვართვა ჩვენი ქვეყნის ნაწილი, დაანგრია და გაანადგურა ოჯახები; ის სახლები, სადაც ცხოვრობდენ და შრომობდნენ ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და თანამოქალაქეები. მათთვის საქართველო ტერიტორიაა და არა სახელმწიფო. 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით … Continue reading უხერხულობამდე მარტივად #2: რატომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც

Cancel Democracy

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სასულიერო და საერო ძალაუფლების მქონე პირთა მცირე, მაგრამ მდიდარი და გავლენიანი ჯგუფის მიზანმიმართული მცდელობაა, გააუქმოს დემოკრატია უმრავლესობის სახელით. გასულ კვირაში ჟურნალისტებზე ძალადობა არა ამ ამოცანის დამაგვირგვინებელი, არამედ შუალედური ეტაპი იყო და თუკი შესაძლებლობა ექნებათ, ისინი უარესსაც იზამენ. ეს იმიტომ, რომ მათ, განსაკუთრებით კი ორგანიზატორებს, არ ამოძრავებთ პოზიტიური ამოცანები - მთავარი … Continue reading Cancel Democracy