თუ გგონიათ, რომ თბილისელი, ბათუმელი, ქუთაისელი, თელაველი თუ გორელი ახალგაზრდები დღეს ნარკოდილერების დაკავებას აპროტესტებენ, მაშინ თქვენ ტოლკიენის მოჯადოებულ მორდორში ცხოვრობთ. თუ ასეა, რა თქმა უნდა, არაფერი გაგიათ იმის შესახებ, რამდენად ადვილია, ნარკოტიკი ჩაუდო ვინმეს ჯიბეში და მერე რამდენიმე წლით ციხეში გამოამწყვდიო. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის სახე არ მოგწონს, ან მისი წინდების ფერი, … Continue reading თბილისური გაზაფხული
Author: Levan Tsutskiridze ლევან ცუცქირიძე
უსქესო ქართული ენა
დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა
დევდარიანის ტესტი
ზვიად დევდარიანის ამბავმა გამოცდის წინაშე დააყენა საქართველოს არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობს. ზვიადთან მჭიდრო კავშირი არ მქონია, მაგრამ იგი ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. რა თქმა უნდა, ფაქტები უნდა დაზუსტდეს, სანამ ადამიანს რამეს დავაბრალებთ, თუმცა მე მჯერა, რომ ქალთა ნაამბობი სიმართლეა. ჩვენ შეცდომას დავუშვებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს მოვლენა უკვალოდ … Continue reading დევდარიანის ტესტი
შევავსოთ და წინ წავიწიოთ!
რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს. სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ … Continue reading შევავსოთ და წინ წავიწიოთ!
Gaudeamus Igitur
„დაკარგული შესაძლებლობების უნივერსიტეტთა მსოფლიო რეიტინგი“ რომ არსებობდეს, ჩვენ აუცილებლად მოვხვდებოდით ზემოთ, სულ ზემოთ. განა ცოტაა ერთი საუკუნე? კიდევ ბევრი შესაძლებლობას დავკარგავდით, მაგრამ ნუ ვიქნებით იდეალისტები, ხელსაც ხომ გვიშლიდნენ და ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც შეგვიძლია. გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს! გილოცავთ, მიამიტო და კეთილო, ენთუზიაზმზე მომუშავე ლექტორებო, უნივერსიტეტის დამლაგებლებო და დარაჯებო! თქვენს … Continue reading Gaudeamus Igitur
ქართული ტანგო ნაციზმთან
ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ … Continue reading ქართული ტანგო ნაციზმთან
ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური
გუშინ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრას დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შეკითხვა არ დამისვამს, ჩემი და ბელორუსი მწერლის დიალოგი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „თავისუფალი ადამიანები ისტორიაზე გაბედული პასუხებიდან მოდიან,“ - ალექსიევიჩის ეს ფრაზა არის კიდეც ალბათ მისი წიგნების მთავარი იდეა და ამოსავალი წერტილი. რუსთაველის თეატრის დარბაზში „უტოპიის ხმების“ ავტორის საუბარი პირდაპირ და დაუნდობლად ეხებოდა ჩვენს კოლექტიურ ნერვებს. … Continue reading ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური
პოლიტიკური ომის გენერლები
ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები
1 პროცენტის საქართველო
ამომრჩეველი კარგად ხედავს: მისთვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ.
ალეპოს სახელით
ერთხელ ელენეს, ჩემს შვილს, მასწავლებელმა უთხრა: რად გინდა საერთაშორისო ურთიერთობები, ეს იდიოტების სპეციალობააო. მასწავლებლის სიბრიყვე ცალკე იყოს და ვერ წარმომიდგენია, არ გაწუხებდეს და შესაბამისად, არ გაინტერესებდეს ის, რაც ახლა ალეპოსა და სირიაში ტრიალებს და არ გინდოდეს უკეთ გაერკვე, თუ რატომ ხდება ეს და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს საშინელება მალე დამთავრდეს და აღარასოდეს განმეორდეს. … Continue reading ალეპოს სახელით
