ჟოზე სარამაგოს “სიკვდილი შეფერხებებით”

“შემდეგ დღეს აღარავინ მომკვდარა”. ასე იწყება ჟოზე სარამაგოს (1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში), ეს რომანი ( Houghton Mifflin Harcourt; 1 edition (October 6, 2008), რომელშიც ადამიანების სანუკვარი ოცნება: მუდმივი სიცოცხლე, ახალი წლიდან რეალური ხდება. ამ რომანში ნახავთ რა შედეგი მოჰყვება უკვდავებას ხალხისთვის, ეკლესიისთვის download(“სიკვდილის გარეშე, პრემიერ-მინისტრო, სიკვდილის გარეშე არ არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრების გარეშე არ არსებობს არც ეკლესია” – აფრთხილებს გაბრაზებული კარდინალი დაბნეულ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დიადი ერი უკვდავების ამ დიდ განსაცდელსაც კი გაუმკლავდება), ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მაფიისთვის, მოკლედ მთელი ქვეყნისთვის. ამ რომანის დასაწყისში შეიძლება გეგონოთ რომ ეს არის კლასიკური უტოპია, სადაც ერთგვარი საზოგადო ამბები იქნება მოყოლილი, ერთის მხრივ, ეს ერთგვარი კონტექსტია შემდგომი ამბებისთვის, მაგრამ ასევე ცალკე ამბავიცაა, სადაც ძალიან საინტერესოდ წერია, როგორ ამბობენ? იმ “გამოწვევების” შესახებ, რომლებიც შეიძლება სიკვდილის “შეფერხებებმა” მოიტანოს.

რომანში ადამიანების ამბები ვითარდება. მაგრამ არა მხოლოდ ადამიანების – თავად სიკვდილიც (აი ის სიკვდილი შავი ანაფორითა და ცელით ხელში რომ დაიარება დღიდან კაცობრიობის შექმნისა) აქ დრამატულ ამბებში გაეხვევა, მაგრამ ამას ვერც ვერავის დააბრალებს საკუთარი “თავის” გარდა. ჯერ იმიტომ, როგორც უკვე მიხვდით, მან ხელი აიღო თავის მთავარ საქმეზე (ადამიანთა მოკვლაზე), მერე იმიტომ, რომ რაღაც დროს გადაწყვიტა სიკვდილი მხოლოდ მის მიერვე წინასწარ დაანონსებული შეტყობინების მიღების შედეგად დამგარიყო – ესეც მისი მეორე ინიციატივაა, რომელსაც იგი დაბნეულ საზოგადოებას შესთავაზებს (ტელევიზიის დირექტორისადმი გაგზავნილ დაუჯერებელ წერილში). ამ ორი ინიციატივს გამო, სიკვდილს ცოტა ნერვებიც აწუხებს, რადგან “ზემდგომებისგან” შენიშვნები მოსალოდნელი ხდება…

რაც მთავარია, ამ ყველაფერს ის ემატება, რომ სიკვდილს, მთელი მისი არსებობის მანძილზე პირველად დასჭირდა კედელთან დაეტოვებინა ეს მისი განუყოფელი ცელი და “ცოტაოდენი” არქივები (დღიდან “შექმნისა”) მოექექა, რათა ერთი ისეთი პრობლემა გადაეწყვიტა, რომელმაც მთელი მისი ამდენი ხნის გამოცდილება და უნარები ეჭვის ქვეშ დააყენა – სიკვდილი ცდილობს როგორმე მოკლას კაცი, რომელიც არაფრის დიდებით არ კვდება. მოკლედ, სიკვდილისთვის ამ ერთი კაცის იმ ქვეყანას გასტუმრება ღირსების საქმე ხდება, რადგანაც იგი დიდად განიცდის ამ წარუმატებლობას,  “არ გაბრაზდე, ქალბატონო სიკვდილო, ასეთი რამეები ადრეც ხდებოდა, ჩვენ ადამიანებს მაგალითად, იმედგაცრუებების, წარუმატებლობების და ფრუსტრაციის დიდი გამოცდილება გვაქვს. და მიუხედავად ამისა არ ვნებდებით… ჩვენ ალბათ ველოდით ვინ უფრო მალე დაიღლებოდა, შენ თუ ჩვენ. მე მესმის შენი წუხილის, პირველი მარცხი ყოველთვის ყველაზე რთულია, მერე უკვე ეჩვევი. მაგრამ ცუდად არ გამიგო თუკი გეტყვი რომ იმედი მაქვს ეს უკანასკნელი არ იქნება.” ამშვიდებს და ცოტა დასცინის “გაღიზიანებულ” სიკვდილს ავტორი.

აი ასეთი ამბავი დატრიალდება ერთ 10 მილიონიან ქვეყანაში, სადაც ჯერ იყო და სიკვდილმა დროებითი პაუზა, მხოლოდ წუთ-შესვენება (ისტორიის თვალსაზრისით) აიღო, მერე გადაწყვიტა ხალხი მისი ხელითვე დაწერილი წინასწარი შეტყობინებებით გაეფრთხილებინა დამდეგი სიკვდილის შესახებ და ახლა ღირსების ბრძოლაშია ჩაბმული, სულ ერთი ადამიანის გამო! მოკლედ რაც ამას მოყვება, თავად უნდა წაიკითხოთ და დიდად აქ მოყოლას არც ვაპირებ, რადგანაც მაშინ რომანის მოკლე შინაარსი გამომივა და ეგ რაღა მიმოხილვაა.

ამ რომანში სიცოცხლე ისე დუღს რომ სიკვდილსაც კი თავგზას უბნევს, ოღონდ აქ სიცოცხლე ბევრად უფრო დინჯი, მშვიდი და ძლიერია. მოკლედ არაა ეს ბანალური “სიცოცხლემ როგორ აჯობა სიკვდილს” ამბავი. ასეთისგან ძალიან შორსაა რომანი და ეს ისეთი რომანია, ისეთ სიცოცხლეზე, სადაც ერთ ჩვეულებრივ კაცსა და მის ძაღლს ისე უყვართ ერთმანეთი, რომ ღამე ძაღლს პატრონი ესიზმრება, პატრონს კიდევ მისი ძაღლი და ასე ტკბილად და მშვიდად ცხოვრობენ ერთად. არ გეგონოთ რომ ბევრი მოგიყევით შინაარსზე, იქ ისეთ მიხვეულ – მოხვეული ამბები შეგხვდებათ, რომ ჩემი მონაყოლი ვერაფერს დააკლებს ვერ ისტორიას და ვერც იმის კითხვის სიამოვნებას.

ჟოზე სარამაგოს ძალიან ბევრი დამაფიქრებელი პასაჟი და დიდებული სათქმელი აქვს. რომ დავუშვათ იმის შესაძლებლობა რომ ასეთი სათქმელი, სხვა უფრო სუსტ მწერლებს ჰქონდეთ, ისინი ამას დიდი ამბითა და ვაი-ვიშით თუ დიდი მზადების შემდეგ გვეტყოდნენ და აპლოდისმენტების მოლოდინში დიდ პაუზასაც აიღებდნენ თხრობაში. მაგრამ ჯერ ერთი რომ სარამაგო ამას ისეთი უბრალო ტექსტით და ისე უშუალოდ და პირდაპირ გადმოგვცემს, როგორც მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს ჩვევიათ და არავის სხვას. მერე კიდევ, იმდენი კარგი რამეა სათქმელი და ისეთი გასაოცარი და მოულოდნელი ამბები საჩვენებლი, რომ მიდის და მიდის თხრობა. ამასთან, სარამაგო ამ ყველაფერს გემრიელ სარკაზმად ირონიასა და ცინიზმსაც უმატებს, ეს კი რა თქმა უნდა თავისას აკეთებს.

ამ რომანმა, თავისი სულისკვეთებით, გამახსენა მიგელ დე უნამუნოს “ცხოვრების ტრაგიკული არსი” (Tragic sense of life) რომელიც არც თუ წარმატებული ფილოსოფიური ტრაქტატია, მაგრამ სავსეა სიცოცხლისა და სიკვდილის კავშირის ტრაგიზმით და ამასთანავე, სიცოცხლის დიდი და ძლიერი იმპულსებით.

ახლა კიდევ ერთი რამ: თუ უკვე ძალიან მოგბეზრდათ დასავლეთის დეპრესიითა და მელანქოლიით, მომავლის აპოკალიპტური ხედვებით, სტრესებით, ტერორისტებითა და ავტომატებით, მოწყენილობით სავსე ტექსტების, სხვათა მარტოობისა და გაუცხოების და ამ მარტოობისა და გაუცხოვების გამო გაუთავებელი სექსუალური დრამების  შესახებ კითხვა, მიაშურეთ ამ რომანს (და ზოგადად ჩემი აზრით, სამხრეთ ამერიკას და მრავალ ესპანურენოვან მწერალს). იქ ჯერ კიდევ მღერიან, უყვართ და მაგრად ხარობენ სიცოცხლითა და სიყვარულით.

რატომ არის ამ მიმოხილვაში ბახის მეექვსე სუიტა ჩელოსთვის? ამისთვის ეს რომანი უნდა წაიკითხოთ.

One thought on “ჟოზე სარამაგოს “სიკვდილი შეფერხებებით”

  1. ძალიან მომეწონა, ლევან, არაჩვეულებრივად მადისაღმძვრელად წერ, აუცილებლად წავიკითხავ, ბრავო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s