მოკლე შთაბეჭდილებები რამდენიმე წიგნზე

“მოხუცების ადგილი აქ არ არის” – კორმაკ მაკარტი (ქართული თარგმანი)

ფილმი ნანახი მაქვს და დამაინტერესა წიგნმა და ქართული თარგმანი წავიკითხე. თარგმანი ვფიქრობ1410870016 კარგია, მაგრამ რთულია სამხრეთული ლაპარაკის შესაბამისად გადმოტანა ქართულად, შეუძლებელიც ალბათ. ის ამბები კი რაც ამ წიგნშია მოთხრობილი კარგად რომ წაიკითხო სამხრეთული საუბარი მნიშვნელოვანია. აი ფილმის ინტროში ტომი ლი ჯონსის პერსონაჟის მონოლოგი რომ არის, მაგალითად, იმას ვგულისხმობ. მოკლედ ამას იმიტომ ვწერ რომ ინგლისურადაც წავიკითხავდი კიდევ ერთხელ სიამოვნებით და თუ არჩევანი გაქვს (ენის ამბავში) ინგლისურად წაიკითხე. მე ამ წიგნში განსაკუთრებით შერიფის მონოლოგები მომწონს. სიუჟეტი და მოვლენები კი წიგნშიც ისევე საინტერესოდ მიდის როგორც ფილმში და ამ მხრივ ორივე ერთმანეთის ტოლია და კარგი დაწერილია. თვითონ წიგნი მთლიანობაში ძალიან კარგია: კითხულობ და ფიქრობ იმაზე, მართლაც როგორ შეიცვალა ყველაფერი ჩვენს გარშემო – მათ შორის ძალადობაც.

“პორტნოის სინდრომი” – ფილიპ როთი

ფილიპ როთის ეს რომანი ძალიან გავს ქვემოთ მიმოხილულ უელბეკის “პლატფორმას” –  აქაც მთავარი ამბავი გაუცხოება და მარტოობაა. გაუცხოება ოჯახთან, საკუთარ უბანთან, ერთან, შეყვარებულთან და საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი კი ისტორიული სამშობლოს, სასტუმროს ნომერში გაბმული ყმუილით მთავრდება. რომანი ერთი დიდი ფსიქოთერაპიის სეანსია და როგორც არის დაწერილი ძალიან მომწონს. ქართული თარგმანიც კარგია. ესეც, უელბეკის მსგავსად სავსეა კარგი იუმორით და სახალისო საკითხავიც არის. ნაკლები ტრაგიზმია, უფრო მეტად ცინიზმი ვიდრე უელბეკის “პლატფორმაში,” რომელიც უფრო დრამატულია. რადგანაც ამ ორს ვადარებ ერთმანეთს მაშინ იმასაც ვიტყვი რომ უელბეკის რომანი thumb_book_51666639cfcc5უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ეს, თუმცა არც ამის წაკითხვაა დროის კარგვა. ზოგადად, თუკი ფილიპ როთია თანამედროვე ამერიკული მწერლობის ტიპიური ავტორი, და ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ავტორი (ეს მისი პირველი წიგნია რაც წავიკითხე), მაშინ ნამდვილად, თანამედროვე ამერიკელები ვერც სიტყვის ოსტატობით და ვერც გრძნობისა თუ ემოციის მასშტაბით და ლიტერატურული აზროვნებით ვერ მივლენ ახლოს, მათ დიდ წინაპრებთან, მაგალითად ფოლკნერთან, სტეინბეკთან, ლონდონთან, სელინჯერთან ან ჰემინგუესთან. მაგრამ რას იზამ, ეპოქაა ასეთი.

ზოგადად, რაც აქამდე თანამედროვე მწერლები ვნახე დასავლეთის (ვერ ვიტყვი რომ საკმარის ან მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ) – ალის მანროსა და უილიამ ტრევორს ვერავის შევადრი. ეს ორი მართლაც თანამედროვეობის გამორჩეული ავტორებია და იმდენს და ისეთებს ატევენ თავიანთი მოკლე მოთხრობების თითო აბზაცში, ამათ რომ მთელი რომანი სჭირდებათ.

Talk Like TED: The 9 Public-Speaking Secrets of the World’s Top Minds, by Carmine Gallo

მართალია TED-ის დიდი მიმდევარი არ ვარ, მაგრამ მაინც სასარგებლო წიგნია თუკი საჯარო საქმეებში ხართ. უფრო მოკლე, სამოტივაციო და საკომუნიკაციო 17910144პრეზენტაციებზეა ორიენტირებული და სასარგებლო რჩევებს ყველა ნახავს. TED-ის ცნობილი გამოსვლებია დაშლილი და გამოყენებულია კვლევები იმაზე, თუ როგორ აღიქვამს გონება ინფორმაციას და როგორ უკეთ შეიძლება თქვენი იდეების ეფექტურად კომუნიკაცია. პრინციპში წიგნი კარმინ გალიოს (ავტორის) კომერციული რეკლამაც არის და ეტყობა კიდეც იმაზე, თუ როგორც აქვს დაწერილი, მაგრამ ამას არა უშავს დიდად. თუ გამოცდილი გამომსვლელი ხართ ბევრ იმ საკითხზე, რაც აქ არის განხილული, როგორც მინიმუმ ნაფიქრი მაინც გექნებათ, მაგრამ მეტის სწავლა ყოველთვის კარგია. მოკლედ, რეკომენდაციას ვუწევ თუ ხართ საჯარო პოლიტიკაში, ბიზნეს გაყიდვებში და/ან ზოგადად, ლაპარაკი გიყვართ – ეს უკანასკნელი რა თქმა უნდა წინა ორს არ გამორიცხავს, სულაც პირიქით J

The Love of a Good Woman, by Alice Munro

შთამბეჭდავი მოთხრობების კრებულია. ალის მანროს თანაბრად კარგად შეუძლია ადამიანის როგორც ნათელი, ისე გაუგებარი, წინააღმდეგობრივი, ხშირად ბნელი 111151მოტივების გაშლა და რაც მთავარია აღწერა. პრინციპში, ეს არის კიდეც მანროს სტილი: “ამოაბრუნოს” ყველაზე კეთილშობილი მოვლენები, ქცევები თუ იმპულსები და მათი ხშირად მოულოდნელი, წინააღმდეგობრივი და ნეგატიური საფუძვლები გვიჩვენოს ხშირად თვითონ მოთხრობების ფაბულა და კულმინაცია სუსტი პულსივითაა და ძალიან ფაქიზი: თუ დაკვირვებით არ კითხულობ და არ ხარ ამ ამბებში ემოციურად ჩართული მაშინ არაფერი გამოვა, გაუგებარი მოთხრობა შეგრჩება ხელში. მაგრამ აქვე არის ძალიან მძაფრი, ძალიან მკვეთრი მოთხრობებიც, რომლებიც პირდაპირ, მოულოდნელად და მოურიდებლადაც შლიან სათქმელს. მე განსაკუთრებით “the love of a good women,” “Jacarta” და “my mothers dream” მომეწონა. მოკლედ, მანრომ ნამდვილად დამსახურებულად მიიღო ნობელი ლიტერატურაში და იმედია რომ ახლა მაინც, როგორც ნობელიანტი მწერალი ქართულადაც გახდება ხელმისაწვდომი.

მორიდებული ზურმუხტი, აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძის ეს რომანი კარგი რომანია. როგორც სჩვევია, მოზომილი, იმერული სიტყვაკაზმულობით დაწერილია და ამ საქმეში აკას გემოვნება არ ღალატობს ხოლმე, ყოველთვის იცის სად არის ის ხაზი, რისი გადაბიჯებაც არ იქნება კარგი, როდესაც ასე წერ. ეს დიდი რომანია და ბევრი ამბები ხდება: სროლები იმერეთის ღამის ტყეებში (ეს სცენა რომანის დასასრულისკენ მაგრად მომეწონა, რაღაც ძალიან ქართულიც არის და თან არის რაიდულიც, ვესტერნული, ამერიკულიც ამაში), რაინდული ამბებიც აქაა, სიყვარულიც, ღალატი და პატივისცემაც და ნაირ-ნაირი ისეთი ამბების მოგონება ამ საქმეებს რომ 20524841სჭირდება. რაღაც ამბავში თანამედროვე ამბებიც არის. აი მაგალითად, მაგრად ვიხალისე ღიშპანოლას შესაჩვენებლად და დასაწვავ-გადასაბუგად რომ მიემართება მრევლი და პალიასტომელი ტყის მჭრელები ალესილი ცულებით; იმპერატორი, დირიჟაბლით რომ დადის, წოდებრიობას ებრძვის, თბილისს რომ ფოთს დაარქმევს და პირიქით. ხოდა იმას რომ შეეთქმებიან თავად-აზნაურობა ძველი წესი დავაბრუნოთ და მოკლედ როგორც გვეკადრებაო და სინამდვილეში რომ ერთი გაიძვერული ამბები უდევს ვითომ ამ წმინდა გიორგის წამოწყებულ ლაშქრობას. ასე რომ, “სიმძაფრე საქართველოის ძმრისა და იმისი ფშუტე სინამდვილობა” კარგად წერია აქ.

ერთია რომ, ამ რომანში აკას უნდა ყველა (ჩემი აზრით ბევრი და გრძლად) პერსონაჟის ისტორიის მოთხრობა. ამათგან ცალკე წიგნიც გამოდნებოდა. ზოგი ისტორია დაუმთავრებელი, უფრო სწორად, ბოლოში მოსხეპილად მოჭრილი მომეჩვენა. აი მაგალითად, დანიბეგისა და ეფეისი. მგონია რამოდენიმე სხვადასხვა იდეა ჰქონდა აკას, მერე ერთ რომანში ჩაწერა, ზოგი ნაწილები კი მაინც დარჩა ასე, თითქოს დაუმთავრებელი და მეტი რომ გინდა.

მოკლედ, ჯამში კარგი რომანია, ძალიან კარგი იუმორით დაწერილი და ამ “სიმძაფრემ საქართველოსი ძმრისა” ისედაც თუ არ დაგახვიათ თავბრუ, ამ ყველაფრის ისტორიულ ამბებსაც ხალისით წაიკითხავთ.

 A Bit on the Side, by William Trevor

უილიამ ტრევორი პირველად ორი წლის წინ წავიკითხე და ამის მერე მოკლე მოთხრობების ჩემი საყვარელი მწერალია. ტრევორი არ წერს არაჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივ თავგადასავლებზე. მისი ისტორიები პატარა ქალაქებში 204832(ძირითადად ირლანდიის) მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების ისეთი ისტორიებია, რომლებიც ჩვენც კი გადაგვხვდენია თავს (ან თავისუფლად შეიძლება ასე მოხდეს), რადგანაც ისინი ცხოვრების განუყოფელი შემადგენლებია. მაგრამ რითიც არის ტრევორის მოთხრობები განსაკუთრებული, ეს ადამიანის ემოციების ზედმიწევნით კარგი ცოდნა და ხედვაა; იმ დეტალების დანახვის და მათთვის ლიტერატურული ფორმების მიცემის ძალიან მაგარი უნარია, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მოვლენებს, დრამატულს თუ ტრივიალურს, განსაკუთრებულობას და რაღაც გაგებით მარადიულობას ანიჭებენ (მაგალითად ორი შეყვარებულის დაცილება მოთხრობა a bit on the side-ში ან big bucks-ში). ამასთან ერთად, მის მოთხრობებში ყოველი წინადადება მაღალი ხარისხისაა რაც მცირე მოთხობებისთვის აუცილებლობაა. მოკლედ, უილიამ ტრევორი ადამიანის განცდების და ლიტერატურული სიტყვის ნამდვილი ოსტატია. ამ კოლექციიდან განსაკუთრებით sitting with the dead, solitude, in the streets, sacred statues, big bucks და bit on the side მომეწონა. სამწუხაროა რომ მისი მოთხრობები ქართულად არაა ნათარგმნი.

პლატფორმა, მიშელ უელბექი

პატაიას მიღმა აღარაფერია, ის ერთგვარი კლოაკაა, სადინარია ღარია, სადაც დასავლური ნევროზის ნაირფერი ნარჩენები გროვდება.” მიშელ უელბექის “პლატფორმა” თანამედროვე დასავლეთის მიერ შექმნილი ცხოვრების მდგომარეობის ამ “შფოთისა და სირცხვილისა პროდუქტის” დრამატიზაციაც (?) არის და კრიტიკაც. თუმცა არა მხოლოდ დასავლეთის. ვერ ვიტყვი, რომ ეს კრიტიკა მხოლოდ მემარცხენე პერსპექტივიდან მომდინარეა, თუმცა ეს არის ის პირველი შთაბეჭდილება, რაც რომანის დასაწყისში 1297323849გიჩნდება. მე ვიტყოდი ეს თანამედროვე ყოფიერების და არა მხოლოდ დასავლური ცხოვრების ვითარების, კრიტიკაა ჰუმანიზმის პერსპექტივიდან. და ამიტომაც, “პლატფორმა” პოლიტიკურად ძალიან “არაკორექტულია,” პრინციპში ისეთი, როგორიც უნდა იყოს კარგი ლიტერატურა, რომელიც აღწერს ადამიანის ცხოვრებას თანამედროვე, განვითარებულ კაპიტალიზმში. მაგრამ ეს მაინც არ არის მხოლოდ/ბოლომდე პოლიტიკური რომანი. ეს ერთი ადამიანის ცხოვრებაცაა, განათლებული, ერუდირებული, ცინიკური რიგითი ბიუროკრატის მოსაწყენი, მონოტონური ცხოვრება, რომელსაც დიდი ბედნიერება ძალიან მოულოდნელად ეწვევა და ისევე მოულოდნელად დაკარგავს მას. დაუნდობლად რეალისტური რომანია, ძალიან კარგი წასაკითხი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s