უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა

შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს.  სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ … Continue reading შევავსოთ და წინ წავიწიოთ!