კარგი წიგნების შთაბეჭდილებები

ბევრი წიგნია ისეთი, რომელიც მინდა ვთარგმნო ქართულად, ძალიან დიდი ტირაჟით დავბეჭდო და უფასოდ დავარიგო. ჯონ ბრუკსის „ბიზნესის თავგადასავლები: უოლ სტრიტის სამყაროს 12 კლასიკური ისტორია“ ერთ-ერთი ასეთი წიგნია. წიგნში 12 ცნობილი (ჩემთვის ზოგიერთი საერთოდაც ახალი) ბიზნეს ისტორიაა მოთხრობილი. ჯონ ბრუკსი ამ ისტორიების თანამედროვეა და თანაც, გამომდინარე იქიდან, რომ The New Yorker-ის ვეტერანი ბიზნეს ავტორია, ხელი მიუწვდება ამ … Continue reading კარგი წიგნების შთაბეჭდილებები

„ლი ქუან იუ: დიდოსტატის მოსაზრებები ჩინეთზე, ამერიკასა და მსოფლიოზე“

მიყვარს წიგნების მონიშვნა, გახაზვა, გაფერადება და მოკლედ ათასნაირი ჩანიშვნები, განსაკუთრებით, როდესაც პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ ელექტრონულ საკითხავებში. ამ კრებულის (Lee Kuan Yew: The Grand Master's Insights on China, the United States, and the World. Belfer Center Studies in International Security. Kindle Edition; The MIT Press (February 1, 2013) კითხვა კი დავიწყე მცირე მონაკვეთების მონიშვნით, მაგრამ სწრაფადვე … Continue reading „ლი ქუან იუ: დიდოსტატის მოსაზრებები ჩინეთზე, ამერიკასა და მსოფლიოზე“

მოკლე შთაბეჭდილებები რამდენიმე წიგნზე

შთაბეჭდილებები რამოდენიმე წიგნზე, რომლების ჩაწერაც ცოტა ხნის წინ მოვახერხე. ზოგადად, წიგნებზე აზრების გაზიარება კარგი საქმე მგონია.

„სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

სტივენ ლანდსბურგი Free Press (1995) - Paperback - 241 pages - ISBN 0029177766 ეკონომიკა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც ადვილია მოსაწყენად ასწავლო და ბევრ მასწავლებელს ეს ძალიან კარგად გამოსდის. აი სტივენ ლანდსბურგს კი შეუძლია ამ მშრალი გრაფიკებით სავსე მეცნიერებაში სწრაფად და პირდაპირ თავით ჩააყუდოს მსმენელი. მისი წიგნი: „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება“ პირველივე გვერდებიდანვე ახდენს … Continue reading „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

“ომის წიგნი – ომის ლიტერატურის 25 საუკუნე“

ჯონ კიგენიPenguin Booksგაინტერესებთ როგორ წერილს მიწერდა ოჯახს ჭურვის 227 ნამსხვრევს გადარჩენილი ჰემინგუეი ? ან რას წერდა ნაპოლეონზე ვიქტორ ჰიუგო? ალბათ არც ის იქნება უინტერესო თუ რას ფიქრობდა რედიარდ კიპლინგი ომზე და როგორ აღწერა საკუთარი მდგომარეობა ფრონტზე ჯორჯ ორუელმა. თუ ასეა, მაშინ ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებთ.ჯონ კიგანმა, რომელიც მრავალი წიგნის ავტორია ომისა და სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე … Continue reading “ომის წიგნი – ომის ლიტერატურის 25 საუკუნე“

თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში

Random House, New York. 2004 http://www.timothygartonash.com „თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა … Continue reading თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში

კარლ ფონ კლაუსევიცის “ომის შესახებ.”

”ომის შესახებ” ისეთი წიგნია, რომელზეც ბევრს საუბრობენ და იშვიათად კითხულობენ.