ქართული ტანგო ნაციზმთან.

ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ … Continue reading ქართული ტანგო ნაციზმთან.

პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

სანამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს უშენენ, საერთაშორისო გარემო კიდევ უფრო რთული და არახელსაყრელი ხდება. არსებულ პრობლემებთან ერთად (ეკონომიკური სირთულეები ევროპაში, რუსული ავტორიტარიზმის გავლენის გაძლიერება რეგიონში, ომი და ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში) ლტოლვილთა უპრეცედენტო მიგრაცია ევროპისკენ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო გარემოს ქმნის. დევნილთა მიმართ ევროკავშირის მასიურ დახმარებას სრულად აუფერულებს ევროკავშირის … Continue reading პოლიტიკა საქართველოს ირგვლივ

ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

მცირე წინათქმა ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე.  მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური - ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. … Continue reading ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ. ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის … Continue reading საქართველოს არჩევანი