07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება. რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ … Continue reading 07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

გადამწყვეტი არჩევანი

გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს … Continue reading გადამწყვეტი არჩევანი

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ … Continue reading ახალი სტრატეგიის გასაღები

მცირე სახელმწიფოთა რეალობა

ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ. შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი … Continue reading მცირე სახელმწიფოთა რეალობა