„ენჯეოშნიკები“

პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.

როგორ დავიცვათ პოლიტიკური ცენტრი

თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.

რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

ამჟამად ცხარე დისკუსია მიმდინარეობს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საკითხებზე. ორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობ ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში, იქნება ეს ეროვნულ, ადგილობრივ თუ პოლიტიკური პარტიების დონეზე. კვოტებთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალური პოზიცია არ გვაქვს. მე პირადად, მხარს ვუჭერ თანასწორობის კვოტებს პარლამენტში, თვითმმართველობებსა თუ თავად პარტიებში და წინააღმდეგი ვარ იმ კვოტების, რომლებიც აქვთ კაცებს. აი ამის სამი … Continue reading რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება … Continue reading მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები

თანამედროვე ეპოქაში მცირე შეცდომებს დიდი ფასი აქვთ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ რევოლუციურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტექნოლოგიები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების წეს–ჩვეულებებზე ახდენს გავლენას. მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ახლა უკვე სოციალური მედია მათ რიგშია. ინტერნეტი არ არის მხოლოდ ახალგაზრდობის გასართობი. იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია.  ეს თუნდაც ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიამ, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ანტი ავტორიტარულმა … Continue reading Facebook-ი, Twitter-ი და ტრადიციული ორგანიზაციები

ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები

საქართველოს პოლიტიკური დინამიკა მუდმივად აჩვენებს ერთ ტენდენციას: საქართველოში არ არსებობს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესძლებდნენ მუდმივ, მდგრად ბრძოლას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ეს ორი პრობლემა დიდწილად განაპირობებს პარტიული სისტემისა და საერთო პოლიტიკური კულტურის სისუსტეს საქართველოში.დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის საყოველთაოდ გავრცელებული და მართალი იქნება თუ ვიტყვით, ეფექტური ფორმაა ”სახალხო მოძრაობის” … Continue reading საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები