პირველი რაუნდის გაკვეთილები

კონფლიქტი და პოლარიზაცია პოლიტიკაში გარდაუვალიც არის და აუცილებელიც. ერთიცა და მეორეც, შესაბამის გარემოში და შესაბამისი დოზით, იდეების კონკურენციის და პროგრესის საფუძველია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერალური. სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების კონცენტრაციას ვერ ვეგუებით, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან გვჭირს ჩვენს მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა, რომლებსაც ისე ვექცევით, როგორც პირად მტრებს. … Continue reading პირველი რაუნდის გაკვეთილები

ამომრჩევლის გზამკვლევი 2018 წლის არჩევნებისთვის

ხვალ ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც.

არჩევანი მე, არადანი თქვენ.

რატომ არის საჭირო წინასაარჩევნო პროგრამები? უცნაური შეკითხვაა, არა? თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რამდენიმე დღის წინ http://www.prezidenti.ge-ს 2018 წლის გამოცემის წარდგენისას სწორედ ამაზე ვისაუბრე, რადგანაც, როგორც ჩანს, ეს არც ისე ნათელია მთელი რიგი პოლიტიკოსებისათვის. პროექტებს http://www.prezidenti.ge და http://www.partiebi.ge 2012 წლიდან ვახორციელებთ და ამ საიტებზე ამომრჩეველს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის პროგრამების წაკითხვა და მათი … Continue reading არჩევანი მე, არადანი თქვენ.

უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა

პოლიტიკური ომის გენერლები

ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები

1 პროცენტის საქართველო

ამომრჩეველი კარგად ხედავს: მისთვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ.

8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.