პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
როგორ ცრუობენ “კონსერვატორები”

პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი … Continue reading როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)
იმას, რაც ჩვენთან ხდება, „განსახელმწიფოებრიოებას“ დავარქმევდი. საქართველო სწრაფად იშორებს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებსა და უნარებს და სწრაფი სვლით მიექანება ბრბოს მმართველობისკენ. ეს ჩვენთვის არის სამწუხარო, თორემ ზოგადად, განა რამე უჩვეულოა? ეს კარგი, მდიდარი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოებია უფრო იშვიათი, თორემ დისფუნქციური, კორპუმპირებული და ძირმომპალი ქვეყნები, ძალიან ბევრია. შეხედეთ რუკას, მერე საქართველოდან სულ ცოტა ჩრდილოეთით ააყოლეთ თვალი … Continue reading „განსახელმწიფოებრიოება“
მე 9 აპრილის პოლიტიკური თაობიდან ვარ და ამიტომ, ოცდაათი წლის წინ ვერაფრით დავიჯერებდი, რომ გავიდოდა დრო და გვეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც იტყოდა, რომ რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ - მძინარე ქალაქის დაბომბვით; რომ ჩვენს პარლამენტში ისხდებოდა ხალხი, რომელიც ერთ დროს ქართული ჯარის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოდიოდა; რომ გვეყოლებოდა პოლიტიკოსები, რომლებიც 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ივლიდნენ; რომ ადამიანები, … Continue reading 30 წლის შემდეგ
ხვალ ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც.
ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები
ამომრჩეველი კარგად ხედავს: მისთვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური მსჯელობა იმიტომ არ არის, რომ ეს პრობლემები დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებს არ აწუხებთ.
თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.
მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება … Continue reading მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”