პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება. ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა … Continue reading პუტინიზმი საქართველოში

მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

მოისეს ნაიმი კარნეგის საერთაშორის მშვიდობის ფონდის მკვლევარია, 14 წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო საქმეებში ერთ-ერთი აღიარებული ჟურნალის Foreign Policy მთავარი რედაქტორი, ვენესუელას ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი, მისი ცენტრალური ბანკის დირექტორი და ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. მოკლედ, ნაიმს ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწერა 2014 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ძალაუფლების შესახებ. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ძალაუფლება … Continue reading მოისეს ნაიმის “ძალაუფლების დასასრული”

ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

მცირე წინათქმა ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე.  მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური - ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. … Continue reading ფრენსის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული?”

„ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“

პოლიტიკა რაციონალური არჩევანების, ხშირად არც თუ ისე კარგ არჩევანებს შორის მიღებული გადაწყვეტილებების საქმეა. პოლიტიკის ამბების ანალიზი უფრო ძნელია, ვიდრე ძალაუფლებაზე კამათი. პოლიტიკურ მსჯელობას გადამოწმება, მაგალითები, სტატისტიკა და შედარებები სჭირდება. ამის გაკეთება კი მაშინაა შესაძლებელი, უფრო სწორად საჭირო, თუკი იცი რა გინდა გააკეთო. რაციონალურ პოლიტიკას ჩვენში ფეხმოკიდებული წინააღმდეგობრივი აზროვნება და ირაციონალობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბატონობა ხშირად უშლის … Continue reading „ჩემი საყვარელი მწერალია ილია ჭავჭავაძე“

სოციალური მეწარმეობა საქართველოში

სოციალური მეწარმეობის იდეა თანდათან ძალას იკრებს მსოფლიოში. დიდი ხანი არაა რაც ამ იდეებმა საქართველოშიც შემოაღწია და მეტი განხილვა და მსჯელობა სასარგებლო იქნება. რამოდენიმე მოსაზრება იმ შინაგან და საერთო კონტექსტზე, რაც განაპირობებს სოციალური მეწარმის ჩამოყალიბებასა და წარმატებას. ამ მოსაზრებების ნაწილი პირველად ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებულ თავისუფალი ბაზრის თბილისის გამოფენას გავუზიარე, რომელიც 9 მაისს გაიმართა თბილისში. … Continue reading სოციალური მეწარმეობა საქართველოში

The Good, The Bad and The Ugly

პოლიტიკას ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესების პრიზმით უყურებს, ყველას საკუთარი პოლიტიკა ამოძრავებს. შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი თუ რუსეთი, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაიცვან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ განავრცონ. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. ჩინეთსა და რუსეთს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპელებს საკუთარი ეროვნული ინტერესები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე ქართული, უკრაინული, … Continue reading The Good, The Bad and The Ugly

ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა