პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
როგორ ცრუობენ “კონსერვატორები”

პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი … Continue reading როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)
https://www.youtube.com/watch?v=v4uJpswjC-I ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან
იმას, რაც ჩვენთან ხდება, „განსახელმწიფოებრიოებას“ დავარქმევდი. საქართველო სწრაფად იშორებს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებსა და უნარებს და სწრაფი სვლით მიექანება ბრბოს მმართველობისკენ. ეს ჩვენთვის არის სამწუხარო, თორემ ზოგადად, განა რამე უჩვეულოა? ეს კარგი, მდიდარი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოებია უფრო იშვიათი, თორემ დისფუნქციური, კორპუმპირებული და ძირმომპალი ქვეყნები, ძალიან ბევრია. შეხედეთ რუკას, მერე საქართველოდან სულ ცოტა ჩრდილოეთით ააყოლეთ თვალი … Continue reading „განსახელმწიფოებრიოება“
ავტოკრატიის ციცაბო დაღმართზე საქართველო უფრო და უფრო სწრაფად ეშვება და კრიტიკულ დროს დემოკრატიული ბალანსის ისედაც სუსტმა მუხრუჭებმა შესაძლოა საბოლოოდ გვიმტყუნოს. ჟურნალ „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით, საქართველომ 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყანას შორის ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა რუსეთთან ერთად და ეს იყო ნახტომი უკან. ჩვენი მაჩვენებლები ამ ავტორიტეტულ და მნიშვნელოვან რეიტინგში თითქმის 2012 წლის ქულებს … Continue reading მთავარია გადავრჩეთ
ვითარება, რომელიც როგორც ჩანს, ქრონიკულია ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ფრაგმენტირებული, პოლარიზებული, დომინანტ ლიდერებზე ორიენტირებული და პოლიტიკისაგან (policy) დიდწილად დაცლილი.“ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? უპირველეს ყოვლისა, მეც იგივეს ვიტყვი, რასაც სხვები: საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ამა თუ იმ პარტიისათვის მისაღები „საუკეთესო“ ვერსიის ძიებაში … Continue reading პოლიტიკური ომის გენერლები
8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.
პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.
თუკი ეროვნული ამოცანები არაა საკმარისი დიდ საკითხებზე კონსენსუსისთვის, წინასაარჩევნო პრაგმატიზმი მაინც უნდა გახდეს პოლიტიკური თანხმობის მიღწევის ინსტრუმენტი.