უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა

შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს.  სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ … Continue reading შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი

ამჟამად ცხარე დისკუსია მიმდინარეობს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საკითხებზე. ორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობ ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში, იქნება ეს ეროვნულ, ადგილობრივ თუ პოლიტიკური პარტიების დონეზე. კვოტებთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალური პოზიცია არ გვაქვს. მე პირადად, მხარს ვუჭერ თანასწორობის კვოტებს პარლამენტში, თვითმმართველობებსა თუ თავად პარტიებში და წინააღმდეგი ვარ იმ კვოტების, რომლებიც აქვთ კაცებს. აი ამის სამი … Continue reading რატომ ვარ კვოტების წინააღმდეგი