როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი … Continue reading როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)

ნებისმიერი ძალაუფლება ემყარება იმას, რისი გვჯერა ჩვენ

https://www.youtube.com/watch?v=v4uJpswjC-I ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან

ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

"პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი.“ საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მისი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, არჩევისა და ზოგადად, ფუნქციონირების წესები და ნორმები დიდი ხანია, რაც ხელმოცარული პოლიტიკოსების ფინანსური შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცა. პოლიტიკა საქართველოში ფულის შოვნის ორიგინალური ხელობა გახდა და ის ბევრისათვის ხალხისადმი სამსახურს აღარ წამოადგენს. … Continue reading ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა