ალეპოს სახელით

ერთხელ ელენეს, ჩემს შვილს, მასწავლებელმა უთხრა: რად გინდა საერთაშორისო ურთიერთობები, ეს იდიოტების სპეციალობააო. მასწავლებლის სიბრიყვე ცალკე იყოს და ვერ წარმომიდგენია, არ გაწუხებდეს და შესაბამისად, არ გაინტერესებდეს ის, რაც ახლა ალეპოსა და სირიაში ტრიალებს და არ გინდოდეს უკეთ გაერკვე, თუ რატომ ხდება ეს და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს საშინელება მალე დამთავრდეს და აღარასოდეს განმეორდეს. … Continue reading ალეპოს სახელით

აბიტურიენტის საკითხავი #2

გამარჯობა! ამ ბლოგს, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით კითხულობ. თუ იცი როდის და რატომ შეიქმნა ინტერნეტი? მას შემდეგ, რაც ცივი ომი (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩაღებული მეტოქეობა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ სამყაროს/NATO-ს შორის) „ცხელ ფაზაში“ შევიდა, ამერიკელები დაფიქრდნენ იმაზე, რომ ბირთვული (ატომური) ომის დაწყების შემთხვევაში უწყვეტი კომუნიკაციების შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა. შესაბამისად, გამოიკვეთა დეცენტრალიზებული და ავტონომიური … Continue reading აბიტურიენტის საკითხავი #2

აბიტურიენტის საკითხავი

სირიაში „დასავლეთი“ და მათი არაბი მოკავშირეები ეხმარებიან ასადის ოპოზიციას. ეს ოპოზიცია დიდ წილად გაუგებარი რამეა (სირიის მთავრობა კი დიდი ალბათობით დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე) და შედარებით ზომიერ და ძალიან რადიკალურ ჯგუფებს შორისაა მოქცეული. დასავლეთი ოპოზიციას ეხმარება, მაგრამ ხშირად მისდა უნებლიედ (და სირიის ქაოსიდან გამომდინარე) იმ რადიკალებსაც, ევროპული ქვეყნები მტრად რომ მიაჩნიათ. მეორეს მხრივ, რუსები ეხმარებიან სირიის მთავრობას. რეალურად, … Continue reading აბიტურიენტის საკითხავი