ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

"პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი.“ საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მისი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, არჩევისა და ზოგადად, ფუნქციონირების წესები და ნორმები დიდი ხანია, რაც ხელმოცარული პოლიტიკოსების ფინანსური შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცა. პოლიტიკა საქართველოში ფულის შოვნის ორიგინალური ხელობა გახდა და ის ბევრისათვის ხალხისადმი სამსახურს აღარ წამოადგენს. … Continue reading ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

8 ოქტომბრის არჩევნებმა ქართული დემოკრატია კიდევ უფრო განავითარა. ტრადიციული პარტიების დამარცხებამ და არა ლიბერალური ჯგუფების გაძლიერებამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. ზოგმა ეს პოლიტიკური აპათიის, ზოგმა ანტიდემოკრატიული ტენდენციის გაძლიერებით, ზოგიერთმა კი ფულის პოლიტიკაზე გამარჯვებით ახსნა. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩევლებთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენც, დემოკრატიული განვითარების და პარტიების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა გამოვიტანეთ. პოპულარობა არ ნიშნავს საარჩევნო … Continue reading 8 ოქტომბრის გაკვეთილები პოლიტიკოსებისთვის და ჩვენთვის.

სექსი, პოლიტიკა და ვიდეო

დღეს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს ავრცელებენ; „ოდეერები“ საჯარო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ; ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ქალაქის ცენტრში ესვრიან; დაწყებითი კლასების პედაგოგთა უმრავლესობა მინიმალური კომპეტენციების ზღვარს ვერ ლახავს და რა გასაკვირია, რომ ბევრს მართლაც სჯერა - ფაშიზმი, კომუნიზმი და ლიბერალიზმი ერთი და იგივე ბოროტებაა. ამავე დროს გლობალიზაციამ ახალი შესაძლებლობები მისცა ჭკვიან და … Continue reading სექსი, პოლიტიკა და ვიდეო

“კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის

საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციურ, დემოკრატიულ გარემოში და ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევა გახდება - თუკი მას სწორად შევაფასებთ და გამოვიყენებთ. ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული კოალიცია პოლიტიკური შურისძიებას თავიდანვე უარყოფს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პრეზიდენტი მზად აღმოჩნდნენ ოპოზიციაში სამუშაოდ, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტრადიციულად, არჩევნებში დამარცხება ყოველთვის ბევრ … Continue reading “კონსოლიდაციის ტესტი” საქართველოსთვის

ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

ბიზნესში ცნობილია, რომ აუქციონების წინ დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ რათა შეიზღუდოს კონსპირაციის შესაძლებლობა. ასეთი აკრძალვის სრული რეალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია კარტელური შეთანხმებებისათვის მძიმე ფასის დადება. ბარიერები და შეზღუდვები ამცირებს საზოგადოებისათვის საზიანო ფინანსურ გარიგებებს და ზრდის რისკებს ამ შეთანხმების მონაწილეთათვის. კარტელური გარიგება პოლიტიკაშიც შესაძლებელია. ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ასეთი შეთანხმებებით. ადამ სმიტი წერდა: „ერთი და … Continue reading ადამ სმიტი და ქართული პოლიტიკა

საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები

საქართველოს პოლიტიკური დინამიკა მუდმივად აჩვენებს ერთ ტენდენციას: საქართველოში არ არსებობს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესძლებდნენ მუდმივ, მდგრად ბრძოლას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ეს ორი პრობლემა დიდწილად განაპირობებს პარტიული სისტემისა და საერთო პოლიტიკური კულტურის სისუსტეს საქართველოში.დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის საყოველთაოდ გავრცელებული და მართალი იქნება თუ ვიტყვით, ეფექტური ფორმაა ”სახალხო მოძრაობის” … Continue reading საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემები