07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება. რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ … Continue reading 07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

ის, რაც 2018 წლის 7 აგვისტოს უნდა მომხდარიყო

09:00 საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივი ცერემონიით მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას. 10:00 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველო-რუსეთის ომი 10 წლის შემდეგ: გაკვეთილები ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“ - გახსნა, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. 11:00 საქართველოს პარლამენტის საგარეო და თავდაცვის … Continue reading ის, რაც 2018 წლის 7 აგვისტოს უნდა მომხდარიყო

პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება. ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა … Continue reading პუტინიზმი საქართველოში

Russia’s double trouble

Russia's Putin addressed his legislators on December 04 with the State of the Union speech. With it he aimed to marshal popular and elite support based on three (major) tenets of policies that he mixes with populist economic appeal. First is his further carving out of the image of the enemy; second is the promise … Continue reading Russia’s double trouble

საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ. ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის … Continue reading საქართველოს არჩევანი

მცირე სახელმწიფოთა რეალობა

ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ. შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი … Continue reading მცირე სახელმწიფოთა რეალობა