რატომ არის მნიშვნელოვანი გზა მეორე ტურამდე?

საუბარი რადიო "თავისუფლებასთან" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შესახებ და ასევე მზადებაზე მეორე ტურისთვის. სრული საუბრის მოსასმენად, იხილეთ ბმული.  

პირველი რაუნდის გაკვეთილები

კონფლიქტი და პოლარიზაცია პოლიტიკაში გარდაუვალიც არის და აუცილებელიც. ერთიცა და მეორეც, შესაბამის გარემოში და შესაბამისი დოზით, იდეების კონკურენციის და პროგრესის საფუძველია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერალური. სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევნების გაყალბებასა და ძალაუფლების კონცენტრაციას ვერ ვეგუებით, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან გვჭირს ჩვენს მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა, რომლებსაც ისე ვექცევით, როგორც პირად მტრებს. … Continue reading პირველი რაუნდის გაკვეთილები

ამომრჩევლის გზამკვლევი 2018 წლის არჩევნებისთვის

ხვალ ჩვენ თვითონ ვართ პრეზიდენტებიც, პრემიერებიც და მოსამართლეებიც.

ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

"პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი.“ საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მისი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, არჩევისა და ზოგადად, ფუნქციონირების წესები და ნორმები დიდი ხანია, რაც ხელმოცარული პოლიტიკოსების ფინანსური შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცა. პოლიტიკა საქართველოში ფულის შოვნის ორიგინალური ხელობა გახდა და ის ბევრისათვის ხალხისადმი სამსახურს აღარ წამოადგენს. … Continue reading ძარცვა უნიღბოდ: პოლიტიკის ფასი საქართველოში

არჩევანი მე, არადანი თქვენ.

რატომ არის საჭირო წინასაარჩევნო პროგრამები? უცნაური შეკითხვაა, არა? თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რამდენიმე დღის წინ http://www.prezidenti.ge-ს 2018 წლის გამოცემის წარდგენისას სწორედ ამაზე ვისაუბრე, რადგანაც, როგორც ჩანს, ეს არც ისე ნათელია მთელი რიგი პოლიტიკოსებისათვის. პროექტებს http://www.prezidenti.ge და http://www.partiebi.ge 2012 წლიდან ვახორციელებთ და ამ საიტებზე ამომრჩეველს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის პროგრამების წაკითხვა და მათი … Continue reading არჩევანი მე, არადანი თქვენ.

ვაკანსია: საქართველოს პრეზიდენტი

სამუშაოს აღწერილობა სამუშაო გარემო: ჩვენ მივეჩვიეთ პოლიტიკოსების ტყუილებს და იმას, რომ სიცრუე კომუნიკაციის ფორმა გახდა. ჩვენი საზოგადოება ასეც შეიძლება დავყოთ: ერთი ძალიან პატარა, მაგრამ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც სულ იტყუება და მეორე, უმრავლესობა ანუ ხალხი, რომელიც აღარ ბრაზდება. ის უბრალოდ, უწყინრად ერთობა ამ ტყუილების ანატომიით. სიცრუის ამ ფოიერვერკში ერთ-ერთი დიდი ტყუილი ისიც არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი … Continue reading ვაკანსია: საქართველოს პრეზიდენტი

უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა