არჩევანი მე, არადანი თქვენ.

რატომ არის საჭირო წინასაარჩევნო პროგრამები? უცნაური შეკითხვაა, არა? თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რამდენიმე დღის წინ http://www.prezidenti.ge-ს 2018 წლის გამოცემის წარდგენისას სწორედ ამაზე ვისაუბრე, რადგანაც, როგორც ჩანს, ეს არც ისე ნათელია მთელი რიგი პოლიტიკოსებისათვის. პროექტებს http://www.prezidenti.ge და http://www.partiebi.ge 2012 წლიდან ვახორციელებთ და ამ საიტებზე ამომრჩეველს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის პროგრამების წაკითხვა და მათი … Continue reading არჩევანი მე, არადანი თქვენ.

ვაკანსია: საქართველოს პრეზიდენტი

სამუშაოს აღწერილობა სამუშაო გარემო: ჩვენ მივეჩვიეთ პოლიტიკოსების ტყუილებს და იმას, რომ სიცრუე კომუნიკაციის ფორმა გახდა. ჩვენი საზოგადოება ასეც შეიძლება დავყოთ: ერთი ძალიან პატარა, მაგრამ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც სულ იტყუება და მეორე, უმრავლესობა ანუ ხალხი, რომელიც აღარ ბრაზდება. ის უბრალოდ, უწყინრად ერთობა ამ ტყუილების ანატომიით. სიცრუის ამ ფოიერვერკში ერთ-ერთი დიდი ტყუილი ისიც არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი … Continue reading ვაკანსია: საქართველოს პრეზიდენტი

07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება. რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ … Continue reading 07-08-08 უხერხულობამდე მარტივად

„შემხვდი გამთენიისას“

იცით, ხშირად ასე ვფიქრობ: რომ არ ღირს სიცოცხლე იმ ქვეყანაში გავატარო, სადაც ფაშისტები ერთ დაძახებაზე ათასობით კაცს კრებენ; არ არის საჭირო კარგი მოლოდინები გქონდეს იქ, სადაც ეკლესია ჟურნალისტებს წყევლის; რატომ უნდა ვიცხოვრო იქ, სადაც მოქალაქეები სტალინისა და ბერიას ქუჩებზე ამაყად დააბიჯებენ და ფიქრობენ, როგორ გაანადგურონ მათგან განსხვავებული ადამიანები; რატომ ვიწვალო იქ, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე … Continue reading „შემხვდი გამთენიისას“

უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა

ქართული ტანგო ნაციზმთან.

ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ … Continue reading ქართული ტანგო ნაციზმთან.

ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური

გუშინ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრას დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შეკითხვა არ დამისვამს, ჩემი და ბელორუსი მწერლის დიალოგი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „თავისუფალი ადამიანები ისტორიაზე გაბედული პასუხებიდან მოდიან,“ - ალექსიევიჩის ეს ფრაზა არის კიდეც ალბათ მისი წიგნების მთავარი იდეა და ამოსავალი წერტილი. რუსთაველის თეატრის დარბაზში „უტოპიის ხმების“ ავტორის საუბარი პირდაპირ და დაუნდობლად ეხებოდა ჩვენს კოლექტიურ ნერვებს. … Continue reading ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური