ვინ ზის უცნობის მატარებელში?

„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება.

ხუთი ნაბიჯი პოლიტიკური მშვიდობისთვის

ქართველმა პოლიტიკოსებმა ნამდვილი საფრთხეების აღმოფხვრაზე უნდა იფიქრონ და თავი დაანებონ ერთმანეთის განადგურების მცდელობას.

როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი II)

რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.

ნებისმიერი ძალაუფლება ემყარება იმას, რისი გვჯერა ჩვენ

https://www.youtube.com/watch?v=v4uJpswjC-I ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან

ჩვენი შეთანხმების კრიზისი

აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - არ შეასრულოს საგანგებო მდგომარეობის კანონით სავალდებულო პირობები - საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ინტერესებს. იგი გადაიქცა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, ნომერ პირველ სერიოზულ მოწინააღმდეგედ საქართველოში კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის რეალურად არსებობისა. სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო უძლურია, რაიმე ქმედითი მოიმოქმედოს ამის … Continue reading ჩვენი შეთანხმების კრიზისი

უაზრო დოგმატიზმის შესახებ ჩვენს პოლიტიკაში

ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ არის ძალიან უცნაური და არასწორი. აქ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ კი ჩვენს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დებატებში უაზრო დოგმატიზმის შესახებ მინდა დავწერო. იმის შიშით, მემარცხენეობა არ დაგვწამონო, მემარჯვენეებს არ სურთ საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მაგალითად, გარემოს დაცვა, შრომითი უფლებები და საერთოდ, რაიმე რეგულაციის ხსენებას ჭირივით უფრთხიან. მემარცხენეები კი პირიქით, გაურბიან ისეთ თემებს, როგორებიცაა … Continue reading უაზრო დოგმატიზმის შესახებ ჩვენს პოლიტიკაში

პროტესტი არ კმარა, საჭიროა სტრატეგიაც

დაკარგულ თვალის ჩინს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს რუსული პოლიტიკის ქართველმა კოლაბორაციონისტებმა წაართვეს, ვეღარაფრით დავუბრუნებთ მათ. სამაგიეროდ, შეგვიძლია ამაში დიდი პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი გადავახდევინოთ შესაბამის ადამიანებს. მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ იქნება. ამდენი ადამიანი ქუცნაშვილის პარლამენტიდან გასაგდებად კი არა, ქვეყნის შესაცვლელად შეიკრიბა პარლამენტის წინ. სწორედ ამიტომ, მთავარი შედეგი რაც უნდა მივიღოთ ის არის, რომ ქვეყანა სამართლიანი … Continue reading პროტესტი არ კმარა, საჭიროა სტრატეგიაც

მთავარია გადავრჩეთ

ავტოკრატიის ციცაბო დაღმართზე საქართველო უფრო და უფრო სწრაფად ეშვება და კრიტიკულ დროს დემოკრატიული ბალანსის ისედაც სუსტმა მუხრუჭებმა შესაძლოა საბოლოოდ გვიმტყუნოს. ჟურნალ „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით, საქართველომ 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყანას შორის ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა რუსეთთან ერთად და ეს იყო ნახტომი უკან. ჩვენი მაჩვენებლები ამ ავტორიტეტულ და მნიშვნელოვან რეიტინგში თითქმის 2012 წლის ქულებს … Continue reading მთავარია გადავრჩეთ

რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

უკვე წლებია, მთელი ოჯახი ერთად დავდივართ არჩევნებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ოჯახური ტრადიციაა. ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ არჩევნები სამუშაო კვირის დღეს ტარდება, სწორედ მაშინ, როდესაც ამსტერდამში მიწევს ყოფნა, ჩვენი პარტნიორების გლობალურ შეხვედრაზე, რომელიც ყოველ წელიწადს იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ერთმანეთისთვის ანგარიშის ჩაბარების და ახალი იდეების შექმნისთვის. მაგრამ არჩევნებზე … Continue reading რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

რატომ არის მნიშვნელოვანი გზა მეორე ტურამდე?

საუბარი რადიო "თავისუფლებასთან" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შესახებ და ასევე მზადებაზე მეორე ტურისთვის. სრული საუბრის მოსასმენად, იხილეთ ბმული.