საქართველოს მთავრობას

ბატონებო, 18 მარტს, მსოფლიომ ტელევიზორში უყურა როგორ წაართვა რუსეთმა ყირიმი უკრაინას და საკუთარ ფედერაციაში გააერთიანა. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაში ახალი არაფერი იყო: პოლიტიკის მთავარი ღერძი ამ თქვენს თანამედროვე, პოსტ-მოდერნულ მსოფლიოში ისევ სამხედრო ძლიერება და მისი პოლიტიკურად მოსახერხებელ დროს მარჯვედ გამოყენებაა. იყო დრო, ბევრი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი აზრები დრომოჭმული და რეაქციული იყო … Continue reading საქართველოს მთავრობას

როგორ მოვიგეთ დიდგორი

1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ჯარებმა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. სწავლა როგორც შეცდომებიდან, ისე გამარჯვებებიდანაც საჭიროა. გამარჯვებიდან სწავლის სირთულე იმაშია, რომ მისი ეიფორია იშვიათად იძლევა სწავლისთვის სათანადო ემოციურ გარემოს, დამარცხებას კი ბუნებრივად მოსდევს ანალიზი და კრიტიკა. მაინც რა არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ "დიდი" გაკვეთილები, რაც შეგვიძლია დიდგორიდან ვისწავლოთ? … Continue reading როგორ მოვიგეთ დიდგორი

მცირე სახელმწიფოთა რეალობა

ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ. შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი … Continue reading მცირე სახელმწიფოთა რეალობა