ჩვენი შეთანხმების კრიზისი

აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - არ შეასრულოს საგანგებო მდგომარეობის კანონით სავალდებულო პირობები - საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ინტერესებს. იგი გადაიქცა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, ნომერ პირველ სერიოზულ მოწინააღმდეგედ საქართველოში კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის რეალურად არსებობისა. სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო უძლურია, რაიმე ქმედითი მოიმოქმედოს ამის … Continue reading ჩვენი შეთანხმების კრიზისი

უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება … Continue reading უსქესო ქართული ენა

შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

რა გენდერული კვოტები?! ვიღაცამ უთხრა და ესენიც იმეორებენ. უთხრა კი არა, პირდაპირ დაავალა. მერე ზოგმა ვითომ ერთი-ორი წიგნი წაიკითხა და ისე გელაპარაკება, ნახევარს ვერ გაიგებ. განა არ იცის, მარტივად როგორ აგიხსნას, მაგრამ გატყუებს, თავგზას გიბნევს.  სიმართლეს კიდევ წიგნი არ სჭირდება. წიგნი კი არა, ალღოა მთავარი ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. გუმანი მეუბნება, რომ ეს გრანტიჭამიები რაღაცას მალავენ … Continue reading შევავსოთ და წინ წავიწიოთ!

ქართული ტანგო ნაციზმთან

ბერძნული „ოქროს დაისიც“ ისე იწყებდა, როგორც „ქართული მარში.“ ჯერ იყო საფეხბურთო ხულიგანიზმი, რასაც მოჰყვა გამოსვლები ჰომოსექსუალების და ემიგრანტების წინააღმდეგ. მათი მარშები ბევრ უკმაყოფილო და გაბრაზებულ ადამიანს იზიდავდა. ეს მოძრაობა საინტერესო აღმოჩნდა მაშინდელი პოლიტიკური ელიტისთვისაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: თავად მმართველ, „ახალი დემოკრატიის“ ლიბერალურ-კონსერვატიულ პარტიაშიც იყო ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც „ოქროს დაისის“ იდეები მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ … Continue reading ქართული ტანგო ნაციზმთან

ვინ ატირებს ბავშვებს?

დღეს, 17 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში პოლიციელმა დაკავებული LGBT აქტივისტი ანთებული სანთლებისა და ხატების ფონზე დაკითხა. „ოჯახური სიწმინდის“ დასაცავად გამართულ კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიბერალური ფასეულობების დემონიზაცია იყო, ასეთი რამ თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ქართველმა ლიდერმა: „არ მოსულა ქვეყანაზე იდეოლოგია, რომელმაც ატირა ამდენი ბავშვი.“ არ გამკვირვებია … Continue reading ვინ ატირებს ბავშვებს?