„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება.
ვინ ზის უცნობის მატარებელში?

„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება.
პროპაგანდა, თითქოს კონსერვატიზმი შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, სინამდვილეში კონსერვატიზმის დროშას ამოფარებული, დიქტატურის ბრძოლაა თავისუფლებასთან.
რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო სექტორმა დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი … Continue reading როგორ გადავტვირთოთ ქართული დემოკრატია (ნაწილი I)
https://www.youtube.com/watch?v=v4uJpswjC-I ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან
აშკარაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - არ შეასრულოს საგანგებო მდგომარეობის კანონით სავალდებულო პირობები - საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე სახელმწიფო ინტერესებს. იგი გადაიქცა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე არსებულ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, ნომერ პირველ სერიოზულ მოწინააღმდეგედ საქართველოში კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე თანასწორობის რეალურად არსებობისა. სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო უძლურია, რაიმე ქმედითი მოიმოქმედოს ამის … Continue reading ჩვენი შეთანხმების კრიზისი
იმას, რაც ჩვენთან ხდება, „განსახელმწიფოებრიოებას“ დავარქმევდი. საქართველო სწრაფად იშორებს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებსა და უნარებს და სწრაფი სვლით მიექანება ბრბოს მმართველობისკენ. ეს ჩვენთვის არის სამწუხარო, თორემ ზოგადად, განა რამე უჩვეულოა? ეს კარგი, მდიდარი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოებია უფრო იშვიათი, თორემ დისფუნქციური, კორპუმპირებული და ძირმომპალი ქვეყნები, ძალიან ბევრია. შეხედეთ რუკას, მერე საქართველოდან სულ ცოტა ჩრდილოეთით ააყოლეთ თვალი … Continue reading „განსახელმწიფოებრიოება“
დაკარგულ თვალის ჩინს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს რუსული პოლიტიკის ქართველმა კოლაბორაციონისტებმა წაართვეს, ვეღარაფრით დავუბრუნებთ მათ. სამაგიეროდ, შეგვიძლია ამაში დიდი პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი გადავახდევინოთ შესაბამის ადამიანებს. მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ იქნება. ამდენი ადამიანი ქუცნაშვილის პარლამენტიდან გასაგდებად კი არა, ქვეყნის შესაცვლელად შეიკრიბა პარლამენტის წინ. სწორედ ამიტომ, მთავარი შედეგი რაც უნდა მივიღოთ ის არის, რომ ქვეყანა სამართლიანი … Continue reading პროტესტი არ კმარა, საჭიროა სტრატეგიაც
უკვე წლებია, მთელი ოჯახი ერთად დავდივართ არჩევნებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ოჯახური ტრადიციაა. ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ არჩევნები სამუშაო კვირის დღეს ტარდება, სწორედ მაშინ, როდესაც ამსტერდამში მიწევს ყოფნა, ჩვენი პარტნიორების გლობალურ შეხვედრაზე, რომელიც ყოველ წელიწადს იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ერთმანეთისთვის ანგარიშის ჩაბარების და ახალი იდეების შექმნისთვის. მაგრამ არჩევნებზე … Continue reading რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)
საუბარი რადიო "თავისუფლებასთან" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შესახებ და ასევე მზადებაზე მეორე ტურისთვის. სრული საუბრის მოსასმენად, იხილეთ ბმული.