უხერხულობამდე მარტივად #2: რატომ არის უკრაინის ომი ჩვენი ომიც

„უხერხულობამდე  მარტივად #1“ იხილეთ აქ.

რატომ არის რუსეთი ჩვენი მტერი?

  1. იმიტომ, რომ რუსეთმა მოგვიკლა ბევრი ადამიანი და ქართველების ეთნიკური ნიშნით განადგურების მონაწილეა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
  2. წაგვართვა ჩვენი ქვეყნის ნაწილი, დაანგრია და გაანადგურა ოჯახები; ის სახლები, სადაც ცხოვრობდენ და შრომობდნენ ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და თანამოქალაქეები.
  3. მათთვის საქართველო ტერიტორიაა და არა სახელმწიფო.
  4. 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარეს ქართველები რუსეთიდან.
  5. რუსებმა დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები 9 აპრილს და არასოდეს გამოუთქვამთ სინანული ამის გამო.
  6. მათთვის იმპერიის დაშლა იყო კატასტროფა, მისი აღდგენა კი პუტინის მთავარი ამოცანაა.
  7. რუსული იმპერიის აღდგენა ნიშნავს დამოუკიდებელი საქართველოს დასამარებას.
  8. დღევანდელი რუსეთი რასისტული სახელმწიფოა, სადაც ყველა სხვა ეროვნების ხალხი მეორეხარისხოვანი და მდაბიოა.
  9. მათ სისხლში ჩაახშეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სახელმწიფო.
  10. მოსპეს ქართული არისტოკრატია და ინტელიგენცია, გაანადგურეს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება.

რატომ არიან უკრაინელები ჩვენი მეგობრები?

  1. იმიტომ, რომ ორივეს საერთო მტერი გვყავს და დღეს სწორედ ისინი ებრძვიან მათ. თუ მტერი დამარცხდება, ჩვენს ოჯახებსა და შვილებს ნაკლები საფრთხე დაემუქრება.
  2. საქართველოს ომებში უკრაინელებმაც იბრძოლეს.
  3. უკრანელმა მფრინავებმა ბევრი ქართველი გადაარჩინეს აფხაზეთის ომში.
  4. რუსეთიდან თავსდატეხილი გაჭირვების თუ ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში ყოველთვის გვეხმარებოდნენ.
  5. უკრაინელისთვის საქართველო ისტორიული უსამართლობის შედეგად შექმნილი ქვეყანა კი არ არის, არამედ პირიქით – დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს არსებობა სამართლიანი და კანონზომიერია.
  6. ორივე ქვეყნის საზოგადოება რთულად და წვალებით, მაგრამ მაინც ვიბრძვით თავისუფლებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ქვეყნისთვის.
  7. უკრაინას არასოდეს უღალატია საქართველოსთვის.
  8. 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე იდგა.
  9. უკრაინასა და საქართველოს საერთო ისტორიული გამოცდილება აკავშირებს.
  10. უკრაინის წარმატება ნიშნავს თავისუფლების იდეის გამარჯვებას ჩვენს რეგიონში – დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ვერც დამოუკიდებელი საქართველო იარსებებს.

რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას?

  1. წავიკითხოთ ბლოგის პირველი ნაწილი.
  2. წავიკითხოთ ბლოგის მეორე ნაწილი.
  3. სხვაგვარად დავკარგავთ ერთგულ და ღირებულ მეგობარს.
  4. დავკარგავთ ნდობას, რომ საქართველო სანდო მეგობარია, რომელსაც შეგიძლია ენდო.
  5. არ დავკარგოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც ამ ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ახალი სუპერ-სახელმწიფო იქნება.
  6. უკეთ გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ევროპული, ანუ მდიდარი და დაცული მომავლისთვის.
  7. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ჩვენი მტრის დამარცხება.
  8. უნდა შევინარჩუნოთ თავისუფლება.
  9. უნდა შევინარჩუნოთ ღირსება.
  10. ხვალ არ უნდა შეგვრცხვეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s